ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე გაანადგურა (7:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმრად 3:2 მოგების შემდეგ გვარდიოლას გუნდს პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა მეოთხედფინალში გასვლა. ასეც მოხდა. უკვე პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს "ქალაქელებმა" ფერმანს და ყველაფერი დასრულდა.

დუბლი აგუერომ შეასრულა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა. მან უკანასკნელი 8 სეზონიდან 7-ში 25 და მეტი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "სიტიმ" კიდევ 4-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და არასაფეხბურთო ანგარიშით სძლია.

"შალკემ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-5 შეხვედრა საერთო
ანგარიშით 4:21 წააგო და მისი მოუგებელი სერია 7 მატჩს შეადგენს.

ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით ამ ტურნერზე აქამდე არც ერთი გერმანული გუნდი არ დამარცხებულა.

7 წლის შემდეგ მეოთხედფინალში 3 ინგლისური გუნდი გავიდა და შეიძლება მეოთხეც გავიდეს, თუ "ლივერპულმა" "ბაიერნს" მოუგო.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 51 518 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - შალკე 7:0
გოლები: 1:0 აგუერო (35, პენ), 2:0 აგუერო (38), 3:0 ლ. სანე (42), 4:0 სტერლინგი (56), 5:0 ბერნარდო სილვა (71), 6:0 ფოდენი (78), 7:0 გაბრიელ ჟეზუსი (84)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, დანილო, ლაპორტი (დელფი 72), უოკერი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დავიდ სილვა (ფოდენი 64), ბერნარდუ სილვა, სანე, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 64)

შალკე: ფერმანი, სანე, სტამბული, ბრუმა, კონოპლიანკა, ოჩიპკა, სერდარი, ბენტალები, მაკენი (მენდილი 74), ემბოლო (სკრჟიბსკი 69), ბურშტალერი (ტეუჩერტი 79)
მკითხველის კომენტარები / 6 /
თავმოყვარე გუნდი 7-0 -ს არ უნდა აგებდეს, თანაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. სამარცხვინოა ძალიან.
Geo_Dinamo
13 მარტი 2019 02:26
2
მე ისიც გამიკვირდა, შალკე ჯგუფიდან როგორ გავიდა. ბუნდესლიგის დონე აშკარად ძალიან დაბალია. გერმანული გუნდები უშანსოდ გამოეთიშნენ. ერთი ბაიერნი დარჩა და ისიც არადამაჯერებლად გამოიყურება
:))))
13 მარტი 2019 02:44
3
Gazprom-ს რომ დაიწერ მაისურზე, მაგის ბრალია :)
ანტი-რუსი
13 მარტი 2019 13:43
2
აუუჰ დაიქოქნენ პროფესორები.. შალკეთი განსაზღვრავთ ბუნდესლიგის დონეს?? ეგრე ბაიერნმაც ჩაიცვა არსენალი 10-2 და რაა პრემიერლიგა დაბალი დონისაა?? ყოველთვის მიყვარდა ეს საიტი იმენა პროფესორების დოღია)))
effe
13 მარტი 2019 13:01
2
რა გაგიკვირდათ, შალკეს რა უნდა საერთოდ ლიგაზე, ან ლიონს,
იკა
13 მარტი 2019 11:14
4
დიდი ხანია ლიონი თავზე აღარ ახევს ბურთს რეალს???
მე
13 მარტი 2019 14:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული