დღეს გასამართი ორივე შეხვედრის პირველი მატჩები ფრედ, 0:0 დასრულდა. შესაბამისად, ყველაფერი საღამოს გასამართ დაპირისპირებებში გადაწყდება.
ბაიერნი-ლივერპული
"ბაიერნი" "მიუნხენ არენაზე" "ლივერპულს" მიიღებს. პირველ შეხვედრაში ნულოვანი ფრის შემდეგ მცირედი უპირატესობა ინგლისელთა მხარესაა. მათი მიზანი მატჩის არწაგება იქნება. თუმცა, თავის მხრივ, მიუნხენელებს 6 ოქტომბრის შემდეგ საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ.
"ბაიერნს" საკადრო პრობლემები აქვს, მერსესაიდელთა წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ტომას მიულერი
ამ მხრივ, ნაკლები სანერვიულო აქვს იურგენ კლოპს, რომლის ფეხბურთელებსაც დისკვალიფიკაციის პრობლემა არ აქვთ, ლაზარეთში კი ორი ფეხბურთელია - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ჯო გომესი. პირველი მათგანი მთელი სეზონი ტრავმირებულია და ჯო გომესსაც რამდენიმე თვეა არ უთამაშია.
ფაქტები
- ეს კლუბები ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვდნენ და მათ შორის აბსოლუტური თანაფარდობაა - 1 მატჩი "ბაიერნმა" მოიგო, 1 - "ლივერპულმა", 4 კი ფრედ დასრულდა;
- იურგენ კლოპი ამ სტადიონზე მწვრთნელის რანგში 14-ჯერ გამოსულა, საიდანაც 9 შეხვედრაში დამარცხდა (4 მოგება, 1 ფრე);
- თუ "ბაიერნი" მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებს, ეს ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდის ზედიზედ მე-8 მეოთხედფინალი იქნება.
13 მარტი. მიუნხენ არენა
ბაიერნი-ლივერპული 23:59 (0:0)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი-ლივერპული 23:59 (0:0)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ზულე, ჰუმელსი, ალაბა, ტიაგო, მარტინესი, ხამეს როდრიგესი, გნაბრი, ლევანდოვსკი, რიბერი.
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვაინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი, სალაჰი, ფირმინო, მანე.
არ ითამაშებს: ხიმიხი, მიულერი, რობენი, ტოლისო (ყველა ბაიერნი), კეიტა, ოქლეიდ-ჩემბერლეინი, გომესი (ყველა ლივერპული).
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვაინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი, სალაჰი, ფირმინო, მანე.
არ ითამაშებს: ხიმიხი, მიულერი, რობენი, ტოლისო (ყველა ბაიერნი), კეიტა, ოქლეიდ-ჩემბერლეინი, გომესი (ყველა ლივერპული).
საეჭვოა: კომანი (ბაიერნი), ალექსანდერ არნოლდი, მილნერი (ორივე ლივერპული).
ბარსელონა-ლიონი
"ბაიერნისა" და "ლივერპულის" მატჩის მსგავსად, ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც 0:0 დასრულდა. "ბარსელონამ" სტუმრად გოლის გატანა ვერ მოახერხა და ამის გაკეთებას საკუთარ მოედანზე შეეცდება.გუნდები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით ემზადებიან. "ბარსელონას" მხოლოდ ვერმაელენი დააკლდება. ტრავმა ჰქონდა უსმან დემბელესაც, თუმცა, დიდი ალბათობით, ის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
თავის მხრივ, "ლიონს" ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს. ბრუნო გენესიოს გუნდს მხოლოდ ამინ გოური აკლია, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არც ითვლება.
"ბარსელონამ" პირველ მატჩში "ლიონთან" ფრის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო, ფრანგებმა კი 4 ჩატარებული მატჩიდან - მხოლოდ 2 (1 ფრე, 1 მარცხი).
ნაბილ ფეკირმა მატჩის წინ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "აიაქსი" მათი ინსპირაციის წყაროა. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ლიონელები დღეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ.
ფაქტები
- "ბარსელონა" და "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და კატალონიელებმა 4-ჯერ მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა;
- მიმდინარე სეზონში ორივე კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია;
- ბოლო 6 შემთხვევიდან 5-ჯერ, როდესაც "ლიონი" მერვედფინალამდე მივიდა, ტურნირს გამოეთიშა.
13 მარტი. კამპ ნოუ
ბარსელონა-ლიონი 23:59 (0:0)
სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური, სუარესი, კოუტინიო, მესი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური, სუარესი, კოუტინიო, მესი
ლიონი: ლოპესი, დუბოისი, დინაიერი, მარსელო, მენდი, ტუსარტი, ნდომბელე, დეპაი, ფეკირი, ოური, დემბელე.
არ იქნება: რაფინია, ვერმაელენი, (ორივე ბარსელონა), გოური (ლიონი).
არ იქნება: რაფინია, ვერმაელენი, (ორივე ბარსელონა), გოური (ლიონი).