რონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში (3:0) "ატლეტიკოს" 3 გოლი გაუტანა, დიეგო სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა.

"განსაკუთრებული დღე იყო, არამარტო იმიტომ, რომ ჰეთ-თრიკი შევასრულე, არამედ გუნდის და საქმისადმი არაჩვეულებრივად დამოკიდებულების გამო.

სწორედ ასეთი შემართებაა საჭირო ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.

სწორედ ასეთი საოცრებების ჩასადენად მომიწვიეს ამ გუნდში.

"ატლეტიკო" ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ და დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

ფინალზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ყოჩაღ რონალდო და მესი
t.k
14 მარტი 2019 16:08
0
Gamoqaneba magar modashi shemovida.ronaldu geniosia.
Ki
14 მარტი 2019 09:27
2
რა გჭირთ ამ ხალხს? ვისაც მესი მოსწონს ის რონალდოს აგინებს ანდა პირიქით. ვინ იტყვის რომ ორივე მაგარი არ არის? მე ბარსელონას "ბალელშიკი " ვარ მაგრამ ვაღიარებ რომ დღეს რონალდო უფრო ძლიერია. მარტო იმიტომ სჯობია რომ თავით თამაშში ვერც შეადრი. მე მინახავს ის ვარჯიშზე როცა რეალში იყო. ყველა ფეხბურთელზე მეტს ვარჯიშობს. სისწრაფეშიც შეუდარებელია. რაც შეეხება ჟესტს სრულიად კანონზომიერია. აბა ალეგრი ხომ არ გაიმეორებდა? ამ სემიონეს რომ ვუყურებ ნორმალური კაცის შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს.
დავით 67
14 მარტი 2019 04:40
3
დავით 67 ისემც შენ რა გითხარი, რაც შენ ბარსას ქომაგი იყო.
gakvirveba
14 მარტი 2019 10:38
1
ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი რონალდოსავით მოიქცეოდა!!!
Musenbezi
14 მარტი 2019 03:14
2
რონალდომ სადაც კი ფეხი დადგა ყველგან ისტორია შეცვალა ყველგან ყველაფერი მოიგო ყველგან პირველია მანჩესტერი რეალი იუვენტუსი პორტუგალიის ნაკრები. ყველგან სადაც კი უთამაშია ისტორიის გადაწერა ხდება, რონალდოს რო არგენტინის ნახევარი შემადგენლობა რო მისცა დღეს მსოფლიო ჩემპიონიც იქნებოდა ყველა მიზეზ გარეშე.არ გაინტერესებთ მესი სხვა კლუბში ან სხვა ჩემპიონატში იგივე შედეგი ეღქნება ჩემი აზრით არა არგენტინის ნაკრებიდან გამომდინარეე:))))))))
ბათუ
13 მარტი 2019 22:36
4
რამდენიც არ უნდა გაიტანოს რონალდომ ასეთი ქცევების კაცს რა ფასი აქვს??
ლეო
13 მარტი 2019 19:41
10
ლეო ასპროცენტიანი მართალი ხარ. უკვე გული მერევა ასეთ საქციელებზე.
l
13 მარტი 2019 20:31
4
რამდენიც გინდა ილაპარაკოთ მესი -რონალდოვო მსოფლიოს სამი ყველა დროის საუკეთესო ყავს და ყველამ ვიცით პელე მარადონა და ზიდანი, მათ მერე კიბატონო...
აკაკი
13 მარტი 2019 16:14
23
რონალდუ კარგი ფეხბურთელი კი არა ლეგენდაა.ნამდვილი მხედართმთავარი,მებრძოლი,კაცი დღესასწაული.მაგალითს აძლევს გუნდს თავდადების,შრომის,კაცობის.სტატისტიკაშიც ყველაფერში პირველია.ევროპის ჩემპიონი,მსოფლიოში ნაკრებში ყველაზე მეტი გატანილი გოლებით.34 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურება.გუშინ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო იტალიას და თავის უთვალავ ფანებს მსოფლიოში. ვინც მესის ადარებს პელესა და მარადონას,რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონობები აჩუქეს თავის ხალხს, არა მგონია მთლად ნორმალურ ადამიანები იყვნენ.ბარსა ყოველ წელს 200-300 მილიონს ხარჯავს ტრანსფერებში იმიტომ რომ ამის გარეშე ბარს და მესი ჩაფლავდება.
მხოლოდ ფაქტები
13 მარტი 2019 15:22
6
რონალდო კარგია, მაგრამ არც კაცობაში და არც ფეხბურთის თამაშში მესის ფრჩხილადაც არ ღირს!
ramzesi
13 მარტი 2019 18:36
11
თქვენმა პენალდომ თავი შეირცხვინა ამ საზიზღარი კვერცხებით. მოიგე? აღნიშნე ნორმალურად და არა ასე. ოხ როგორ გშურთ მესის შენნაირებს. ეხლა კარგად მისმინე! არასოდეს შევადრით მესის დაბოლილ მარადონას და მოზარდობაში შეცდენილ პელუშას. მესი ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც არ ჭირდება არავისთან შედარება. შენთვის გვიჩუქნია კრისტინაც მარადონაც და პელოიაც. რაც არ უნდა იფრუტუნოთ მესიზე, მესის ფრჩხილიც არ ხართ არავინ.
beno
13 მარტი 2019 16:55
13
არ ვიცი ვინ ვის ადარებს მაგრამ შარშან ტურინში იუვეს კარში გატანილი მაკრატელას შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ოვაცია რომ მოუწყვეს ასეთი რამ მესის არ ელოდება.ისე გუშინდელი თამაშით კაცური მადლობა გადაუხადა ტურინს.
ჩემი აზრით.........
13 მარტი 2019 14:50
3
DIskvalifikacia tu misces mere naxet )))).
Emigranti
13 მარტი 2019 14:05
1
დისკვალიფიცია რონალდოს კვერცხებს!
10
13 მარტი 2019 16:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული