უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში (3:0) "ატლეტიკოს" 3 გოლი გაუტანა, დიეგო სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა.

"განსაკუთრებული დღე იყო, არამარტო იმიტომ, რომ ჰეთ-თრიკი შევასრულე, არამედ გუნდის და საქმისადმი არაჩვეულებრივად დამოკიდებულების გამო.

სწორედ ასეთი შემართებაა საჭირო ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.

სწორედ ასეთი საოცრებების ჩასადენად მომიწვიეს ამ გუნდში.

"ატლეტიკო" ძალიან რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ და დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

ფინალზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ".