უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რონალდოს "ატლეტიკოზე" მეტი გოლი აქვს - 5 საინტერესო ფაქტი იუვენტუსი-ატლეტიკოს მატჩიდან

AutoSharing Option
12 მარტს კრიშტიანო რონალდომ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის მიღმა დატოვა და ტურნირში ზედიზედ მეოთხე, კარიერაში კი მეექვსე გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს "ატლეტიკოსთან" მატჩის შესახებ:

  • პორტუგალიელ ფორვარდს "ატლეტიკოსთვის" უკვე 25 გოლი აქვს გატანილი. მეტი მან მხოლოდ "სევილიას" (27) გაუტანა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი ჰეთ-თრიკი რონალდომ სწორედ "ატლეტიკოს" გაუტანა. ახლა პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე 8 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული. ამ მაჩვენებლით ის ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
  • ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში რონალდოს 77 მატჩში 63 გოლი და 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს,
    რომ საშუალოდ რონალდო პლეი-ოფის ყოველ მატჩში გოლს ან საგოლე გადაცემას იფორმებს.
  • საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე რონალდოს ანგარიშზე უკვე 124 გოლი დაუგროვდა, მთელმა "ატლეტიკომ" კი ამ დრომდე მხოლოდ 118 გოლის გატანა შეძლო.
  • აქამდე "იუვენტუსის" მაისურით 500-ზე მეტი მატჩი მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს ჰქონდა ჩატარებული - ალესანდრო დელპიეროს (705), ჯანლუიჯი ბუფონს (656), გაეტანო შირეას (552) და ჯუზეპე ფურინოს (528). მათ რიცხვს ტურინელთა კაპიტანი ჯორჯო კიელინი შეუერთდა, რომელმაც "ბებერი ქალბატონის" მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია Eurosport.ru-ს მიხედვით

altკრიშტიანო რონალდომ იმდენი ქნა, რომ საცოლეც კი აატირა [VIDEO]

altდიეგო სიმეონე: როდესაც მეტოქე ასეთ შეხვედრას ჩაატარებს, ისღა დაგრჩენია, მიულოცო

altანტუან გრიზმანი: რონალდო დიადი ფეხბურთელია - სამი მომენტი ჰქონდა და სამივე გამოიყენა

altრონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს

ასევე დაგაინტერესებთ