ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდოს ჰეთ-თრიკს მესიმ დუბლით და 2 საგოლე გადაცემით უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:1 მოუგო "ლიონს" და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და მესის ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დენაიერმა საკუთარ საჯარიმოში სუარესი წააქცია, პენალტი კი მესიმ გამოიყენა, ხოლო 31-ე წუთზე სუარესმა კოუტინიოს გაატანინა გოლი.

ეტყობა, "ბარსამ" საქმე მოთავებულად ჩათვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოეშვა და გოლიც გაუშვა, რამაც შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, მხოლოდ დროებით - ამის შემდეგ კატალონიურმა გუნდმა სამჯერ დალაშქრა გორჟლენის კარი და დამსახურებულად გავიდა
1/4-ფინალში.

ბლაუგრანა ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში, რაც რეკორდია.

მესიმ მიმდინარე სეზონში 36-ე გოლი გაიტანა, მას 11 სეზონის განმავლობაში ზედიზედ 35 და მეტი გოლი გააქვს.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 92 346 მაყურებელი
ბარსელონა - ლიონი 5:1
გოლები: 1:0 მესი (18, პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 დემბელე (86)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (სემედო 83), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 74), კოუტინიო (დემბელე 70), მესი, სუარესი

ლიონი: ლოპეში (გორჟლენი 34), მარსალი, დენაიერი, მარსელო, დიუბუა, ნ'დომბელე, ტუსარი, მენდი (კორნე 77), ფეკირი, დეპაი (ტრაორე 73), დემბელე

alt"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა - კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნონას მესის არაფერს ვერჩი პირიქით ძალიან მომწონს,უბრალოდ ჩემი აზრია ზიდანთან დაკავშირებით სხვათაშორის ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მე არც რონალდოს ვერჩი და არც მესი ორივე თავის სათქმელს მოედანზე ამბობს...
აკაკი
15 მარტი 2019 13:35
0
გია თუ გგონია რონალდო ფანი ვარ ცდები კი გეთანხმები სიმულიანტობდა და იგივე აზრია ვიყავი მაგრამ ბარსელონას ორი მსახიობი გყავთ სუარესი და ბუსკესი ჭიტა კიდევ გყავდათ რივალდო...რეალს კაზემირო,რამოსიც ვერ გაუდზლებს ხოლმე ცდუნებას,თუ გაინტერესებს მე ზიდანის ფეხბურთი მომწონდა და დღემდე მომწონს რა მესი რა რონალდო ნამდვილი ლიდერი მოედანზე და მოედნის გარეთაც ზიდანი იყო არის და იქნება....
აკაკი
15 მარტი 2019 07:01
1
აკაკი-ს მე პირადად არ მომწონს ზიდანი, მესის კი შეეშვით, დაანებეთ თავი. წახვალთ წამოხვალთ მიადგებით მესის. გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ ყველას ერთად აღებულს ამ "თაიგულებს" ყველაფრით სჯობნის, ნუ როგორც ფეხბურთელი უბრალოდ გენიოსი! თავდაბალი, არა აქვს წარმოდგენა თავის თავზე, ზოგიერთებისგან განსხვავებით. ამ თვისებებით არის, რომ ყველას უყვარს ლეო.
ნონა
15 მარტი 2019 11:03
1
აიაკსიც და ლივერპულიც დზალიან ლამაზ პეხბურტს ტამაჰობს იუვეზე და ბარსაზე ლაპარაკი ზედმეტია რონალდო არ მევასება მაგრამ დგეს ის პირველია
LEKSO KUTAISI
14 მარტი 2019 13:24
1
რეალი და დიდი გუნდები არასოდეს დაინგრევა ერთი ფეხბურთელის გაშვებით...მის ადგილს სხვა ჩაანაცვლებს ადრე თუ გვიან და შეილება უკეთესადაც კი.....
აკაკი
14 მარტი 2019 11:49
1
სუარესმა კიდევერთხელ მოიპოვა მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისაათვის პენალტი....ბრავო ამასაც ნიჭი უნდა,როგორ არ მიყვარს ასეთი ტიპის ფეხბურთელები სამარცხვინიო რაც გინდა გააკეთოს შემდეგ ფასი ეკარგება...საერთოდ არ მესმის როგორ მეგობრობენ მესი და ეს სიმულიანტი ყველაფრის მკადრებელი....
აკაკი
14 მარტი 2019 11:44
5
აკაკი შენ სიმულიანტ პენალდოს მიხედე ის გირჩევნია, ნახევარი პენალტები გორაობით და მანჭვა გრეხით, რომ აქვს მონადირებული. იმიტომაც შეარქვა ხალხმა "პენალდო"
გია
14 მარტი 2019 18:26
2
რა თქმა უნდა რონი უძლიერესია. მესი უკეთეს შემთხვევაში მეორეა. საერთოდ, როგორ ადარებთ უძლიერეს ატლეტიკოსთან 0:2-ის შემდეგ განმეორებით მატჩში ჰეთტრიკს და უსუსტეს ლიონთან დუბლს. ეგრე, სიტი-შალკეს თამაშში აგუერომაც გაიტანა 2 გოლი, ხოლო სანემ გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მამუკა
14 მარტი 2019 11:27
7
რონალდო ბევრად აღემატება მესის. ნაკრებში თამაშზე ხომ საუბარიც არ ღირს, ათი თავით მაღლა დგას. როგორ შეიძლება "ბარსა"-"ლიონის" დაპირისპირების "იუვე"-"ატლეტიკოსთან" შედარება. ჩემპიონთა ლიგის ეს მერვედფინალები უნიკალური იყო ლიგის არსებობაში და პირველ ადგილზე უკონკურენტოდ "პსჟ"-"მანჩესტერის" მატჩია. შემდეგ "აიაქსი"-"რეალი" და "ბავარია"-"ლივერპული" ამათ გამოვყოფდი იმითაც, რომ უძლიერესი მეტოქეები გასვლაზე დაამარცხეს. შემდეგ მოდის "იუვე"-"ატლეტიკოს" მატჩი, სადაც რონალდუმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და 0:2-ის დამარცხების შემდეგ ძალზე ძლიერი მოწინააღმდეგე გაანადგურა. დიდებული და დაძაბული იყო "ტოტენჰემი"-"ბორუსიას", აგრეთვე "პორტუ"-"რომას" ორთაბრძოლები. აი, "სიტი"-"შალკეს" და "ბარსა"-"ლიონის" მატჩები კი არავითარ ინტერესს არ იწვევდნენ, რადგან კლასით ბევრად მაღალი მასპინძლების მიერ ყველაზე სუსტი კლუბების დამარცხებაში არავის ეჭვი არ შეპარვია და რიგითი გასეირნება იყო. ასე რომ, ვერც "სიტის" მიერ "შალკეს" 7 ბურთიან განადგურებას, მით უმეტეს "ბარსას" გამარჯვებას აქტივში ვერ ჩავუთვლი.
ლევანი
14 მარტი 2019 11:10
10
ლევანჩო როგორც იყოს რა? შენ თუ აქტივში არ ჩაუთვლი ბარსას ამ მოგებას, დედა ვეღარ დაიძინებენ ბარსას ფეხბურთელები დარდით!!!!!!! ერთი რაღაც კვერცხები ჩაატარა კრისტინამ და გადაგვაყოლეთ.
???/
14 მარტი 2019 18:22
0
ბოდიში მაგრამ ფეხბურთი გესმის საერთოდ? რონალდოს 2 ჯერ დაასვეს თავზე ბურთი კარის ხაზთან. და მესი კიდე მთელი ლიონის დაცვას და ნახევადაცვას ათრევდა. თან მოედნის ცენრიდან, განსხვავებას ვერ ხედავ? რონალდო რომ მესის პოზიციაზე ათამაშო სეზონში 1 გოლს გაიტანს ან საერთოდ მშრალი 0 ით დაასრულებს. კი, რონალდოს გამოსდის მომენტის დაგვირგვინება, მაგრამ მესი მთლიან მომენტს ქმნის. დრიბლინგი, მოედნის ხედვა, ძლიერი პასები. სტანდარტულების შესრულება.
kaxa
14 მარტი 2019 15:41
1
არა მგონია ლიონი ატლეტიკოს საპირწონეთ გამოდგეს.თან ბარსას თითეულ ფეხბურთელში მინიმუმ 100 მილიონი აქვს გადახდილი.
უთანასწორობა
14 მარტი 2019 10:33
1
ლიონის კარში რა პენალტი დადეს, ყვითელი უნდა მიეცათ სუარესისთვის სიმულაციისთვის. არავინ იცის მერე რა მოხდებოდა.
123
14 მარტი 2019 10:01
15
ამ შემთხვევაში რონალდუ,რადგან ატლეტიკოს 0-2 ამოუქაჩო ნამდვილი ფანტასტიკაა.ისე ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენციის გამო ინარჩუნებენ სტიმულს და თავდაუზოგაბად შრომობენ და ჩვენ კი უმაღლესი დონის ფეხბურთს გვაჩვენებენ.დიდება ლეოს და კრიშტიანოს.
ჩემი აზრით.........
14 მარტი 2019 09:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული