ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს 15 მარტს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"ლივერპული" - "პორტუ"
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა"

თავდაპირველად მასპინძელ გუნდად "ბარსელონა" ამოვიდა, თუმცა რადგან ორივე მანჩესტერული გუნდის საშინაო შეხვედრების ჩატარება ერთ დღეს დაემთხვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მასპინძელი გუნდი "იუნაიტედი" გახდა.

ნახევარფინალების წილისყრა:

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"/"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარსელონა"/"ლივერპული" - "პორტუ"

9/10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, ხოლო საპასუხოები 16/17 აპრილს
ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ბარსელონა
goga
15 მარტი 2019 16:23
5
კარგია პირველი თამაში, რომ გასვლაზე გვაქვს. წინ ბარსა, გამარჯვებამდე! კვერცხებს არ დავუთმოთ პირველობა.
10
15 მარტი 2019 16:05
13
ბარსელონა ჩეპიონი
irakli
15 მარტი 2019 15:24
9
ნახევარფინალში:
მანჩესტერ სიტი;
იუვენტუსი;
ლივერპული;
ბარსელონა.
ირაკლი
15 მარტი 2019 16:21
3
Iuve-barsa finali
Kika
15 მარტი 2019 16:01
1
Barsa iuve pinali
Maho53
15 მარტი 2019 15:42
2
ამ 8 გუნდიდან რეალურად და ლოგიკურად ლივერპულია მთავარი ფავორიტი. გამარჯვებულის გავარდნის შემდეგ ფინალისტისკენ გადადის სასწორი. არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი:სიტი დაფრინავს,მაგრამ ამ გუნდს ლიგაზე გამოცდილება არ აქვს და ეს მნიშვნელოვანია ამ ტურნირზე,ბარსელონა ერთი ფეხბურთელის კანტორაა და მის გარეშე ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია,ტოტენჰემს ისევე როგორც სიტის არ აქვს გამოცდილება ამ დონეზე თამაშის,აიაქსი ძალიან სიმპატიური გუნდია და სასწაული სჭირდება რო რამე ქნას,პორტუ ამ ეტაპზე რო არის უკვე დიდი მიღწევაა ამ გუნდისთვის,მანჩესტერი კი ათამაშდა და მწვრთნელიც ქარიზმატული ყავს,რომელიც შპარგალკით დარბის,ხოდა შპარგალკით ლიგას ვერ მოიგებ,იუვე ფინალისტი მგონია,რადგან გამოცდილებაც აქვს და შესაბამისი გუნდიც,მაგრამ რონალდუს ფაქტორია აქ. მისთვის ზედიზედ მეოთხე ლიგა იქნება და ყველაფერს აქვს დასასრული,მაგრამ არ გამოვრიცხავ მაინც. ლივერპული კი შარშანდელ სეზონში ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა,მაგრამ ფაქტიურად თვე ნახევარი 3 ნახევარმცველით თამაშობდა პრემიერლიგაზეც და ლიგაზეც. ამ ყველაფერს დაუმატეთ ცუდი მეკარე,რომელმაც წააგებინა ფინალი. რა ხდება წელს,დაიმატეს 2 მაგარი ნახევამცველი ფაბინიო და კეიტა. ფაბინიო ადვილად მოერგო გუნდს,ხოლო კეიტა კი ნიჭიიერია,რომელიც რა დროს გამოანათებს არავინ იცის,ფორმაში შევიდა ლალანა,მალე დაბრუნდება ჩემბერლენი. ესენი იდეაში რეზერვად მოაიაზრებიან. ყველაზე მთავარი ალისონ ბეკერია,რომელიც მეკარების მესია და ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს სერია ა-დან წამოვიდა. დაცვის ბურჯი კი ვირჯილ დეიკია და მე არაფერს დავწერ ამ კაცზე,ლევანდოვსკის დაურეკეთ და კითხეთ მასზე. შესანიშნავი ტრიო წინა ხაზში. ეს ტრიო ვეღარ არის მომაკვდინებელი წელს,რადგან კლოპმა სისტემა შეცვალა და ცოტა გააპრაგმატულა,რასაც სტაბილურობა მოაქვს. ხოდა მთავარი ფავორიტია ლივერპული თუ სიტიმ ეპლი არ დაუთმო მითუმეტეს. ასეთი ლივერპული ჩემს მტერს.რამდენი გუნდის გულშემატკივარმა ამოისუნთქეთ რო ლივერპული არ შეგხვდათ ალალად თქვით,არ მოიტყუოთ:) პორტუ კი ლივერპულისთვის ამოსუნთქვა იქნება,რადგან ეპლს მიხედოს. ეს არ ნიშნავს რო პორტუს არ დააფასებენ,კლოპია მწვრთნელი და ეგეთები გამორიცხულია. ფინალი იუვე ლივერპულია და ლოგიკურად ლივერპულმა უნდა მოიგოს. თუ ვინეს ეკუთვნის ლიგა ალბათ ეს ორი გუნდია და რომელმაც არ უნდა მოიგოს ტაშს დავუკრავ სიამოვნებით. ამ პოსტს ექნება ბევრი უანლაიკი,მაგრამ სიმართლე ასეთია და ტრადიციულად დავწერ,თუ არ გამოაქვეყნოთ ეს კომენტარი თქვენ იყოთ პუტინი მოურინიოს ნაზავი:)
სხვათა თუთაშხია
15 მარტი 2019 18:50
7
შემოგევლე ბრატ. ლივერპულმა უნდა მოიგოს. ძირს იუვე
სადიო მანე
15 მარტი 2019 22:10
2
მესის დროა!!!
მერლო
15 მარტი 2019 15:59
3
რონალდოს ფანებო იმაზე იფიქრეთ იმ კვერცხების და შეძახილის გამო რონალდოს ორი სამი მატჩი არ გამოატოვინონ...
აკაკი
15 მარტი 2019 23:32
2
როცა გუნდს მესი ყავს ის გუნდი ყველგან და ყველასტან პავორიტია
ave
15 მარტი 2019 21:53
5
ავე! გენაცვალე ჯიგარი ხარ.
10
16 მარტი 2019 12:47
1

სიახლეები პოპულარული