ოლე-გუნარ სოლსკიაერი - "ბარსელონასთან" შეხვედრაზე: სწორედ ამას ელის ჩვენი გულშემატკივარი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონასთან" მომავალ თამაშებზე გააკეთა კომენტარი.

"დიდ და ძლიერ გუნდებს გვინდა შევხვდეთ. "ბარსას" უკვე ვეთამაშეთ 2009 წელს, 2011 წელს ფინალში, აგრეთვე 2008 წელს ნახევარფინალში. მოუთმენლად ველით მომავალ შეხვედრებს.

შესაძლოა, მე მწვრთნელების 99%-ისგან განვსხვავდები,რადგან პირველი მატჩის სახლში, საპასუხოს კი სტუმრად  ჩატარება მირჩევნია.

თუ საკუთარ მოედანზე კარგი შედეგის მიღწევა მოვახერხეთ, გასვლაზე შეგვეძლება მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ, როგორც ეს პსჟ-სთან მოხდა", - განუცხადა სოლსკიაერმა "მანიუს" საიტის ჟურნალისტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცის გვარი იკითხება/გამოითქმის - სოლშარ-ი ... და არა სოლსკიაერი, ან სულშერი
George
18 მარტი 2019 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული