უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" დირექტორმა პაველ ნედვედმა თავდამსხმელ რონალდოს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც "ატლეტიკოსთან" მატჩში დიეგო სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა.

"არ მეშინია, რომ რონალდოს დისკვალიფიკაციით დასჯიან. ეს ჟესტი მოედანზე უნდა დარჩეს. ფეხბურთელთა ემოციები იქვე უნდა დარჩეს.

რონალდოს მადრიდში შეურაცხყოფა მიაყენეს. "ატლეტიკოს" ფანებმა ტურინშიც იგივე გაიმეორეს. ყველაფერი მესმის, მაგრამ მოდით, წინ ვიაროთ ყოველგვარი დისკვალიფიკაციების გარეშე.

ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ამ ტურნირზე მინიმუმ კიდევ 2 შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. ჩვენი ქომაგებისთვის ეს შესანიშნავია", - ციტირებს ნედვედს Sky Sport Italia.

ასევე დაგაინტერესებთ