უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჟოზე მოურინიო: ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები "ბარსელონა" და "იუვენტუსი" არიან

AutoSharing Option
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე.

მისი აზრით, ამ ტურნირის ფინალში "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ითამაშებენ.

"ყველანი მესისა და რონალდოზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე მირჩევნია "ბარსელონასა" და "იუვენტუსზე" ვისაუბრო. ყველა ცალკეულ ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ მე როგორც მწვრთნელი, ფეხბურთს სპორტის გუნდურ სახეობად ვთვლი.

ეს ორი გუნდი მთავარი პრეტენდენტია. ინგლისური გუნდების, "აიაქსისა" და "პორტუს" თამაშებსაც დავაკვირდები.

"ბარსას" და "იუვეს" განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავთ. ამაშია მათი უპირატესობა", - განაცხადა მოურინიომ AFP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ