უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სერხიო ბუსკეტსი: მესის ბევრი სისხლი წამოუვიდა, ჰემატომა აქვს და მაინც ბოლომდე ითამაშა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერის" მცველმა კრის სმოლინგმა იდაყვი ჩაარტყა სახეში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის, რომელსაც სისხლი წამოუვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ამაზე კომენტარი "ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.

"არა მგონია, ლეოს მოტეხილობა ჰქონდეს. მართლაც ძალიან მაგარი დარტყმა მიიღო. ჰემატომა აქვს, ბევრი სისხლი წამოუვიდა, თვალის ქვემოთ დაზიანება შეემჩნევა.

ასეთ მდგომარეობაში თამაში ადვილი არაა. თუმცა, მესიმ თავისი ჭეშმარიტი სახე დაგვანახა, მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა. როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო", - ციტირებს ბუსკეტსს "მუნდო დეპორტივო".

ასევე დაგაინტერესებთ