მატიას დე ლიხტი: ამის გამო ვართ მეოთხედფინალში

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" 19 წლის კაპიტანმა მატიას დე ლიხტმა "იუვენტუსთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. ცუდია, რომ გოლი შესვენებამდე გავუშვით. მათ რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ სახიფათოები არ ყოფილან. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქის თამაშში ხვრელის პოვნას ვცდილობდით.

ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ამას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ვადასტურებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, ვთამაშობთ პრესინგს და ერთმანეთს ვეხმარებით. ამის გამო ვართ მეოთხედფინალში. იმავეს გაკეთებას საგარეო მატჩშიც ვეცდებით", - განაცხადა მატიას დე ლიხტმა.

საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს ტურინში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული