უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლეო მესი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მედშემოწმება გაიარა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, მიუხედავად სახეზე გაჩენილი ჰემატომებისა, მესი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და 13 აპრილს "უესკასთან", ლა ლიგის 32-ე ტურში ითამაშებს.

მესის "მანიუს" მცველმა კრის სმოლინგმა ბურთთან ბრძოლისას ცხვირის ტიხარი გაუბზარა და თვალის გუგა დაუზიანა, რის გამოც მოედნის სრულ სივრცეს ვერ ხედავდა.