უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მანჩესტერთან" მატჩზე: "ბარსელონა" პსჟ არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"საპასუხო შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა არა გვაქვს, მათ კი სტუმრად რამდენიმე მატჩში იმარჯვეს. უნდა მოვიგოთ, ამისათვის კი კარგად თამაში გვმართებს.

ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მოწინააღმდეგეს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. დომინირება გვსურს, მაგრამ თუ თავდაცვა მოგვიწია, თავსაც დავიცავთ.

ჩვენ პსჟ-სგან განვსხვავდებით. საჭიროა, ბურთი დავიჭიროთ და მომენტები შევქმნათ. არ გვჭირდება იმის შეხსენება, თუ რა მოგვივიდა გასულ სეზონში "რომასთან".