ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მართლაც კარგი გუნდია "აიაქსი". ჯერ "რეალს" რა დღე აყარა და ახლა იგივე "იუვენტუსს" დამართა. დებიუტში პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნერესმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა რონალდომ და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ვან დე ბეკმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გუნდმა მძლავრად შეუტია და შესნიმ ზიეშსა და ვან დე ბეეკს არ დაანება გოლის გატანა, ხოლო იმავე
ზიეშს კარის წინ ბოლო მომენტში პაიანიჩმა ვარდნაში აართვა ბურთი. ჰოდა, უნდა გაეტანა "აიაქსს" და გაიტანა კიდეც - დე ლიხტმა შესნის კარი დალაშქრა.

მაინც არ დაცხრა ჰოლანდიური გუნდი, ნერესმა კარის აღების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მერე ზიეშმა ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა. საბოლოოდ 1:2 და ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ჩვენ დიადი "აიაქსის" აღორძინების მომსწრენი შევიქენით.

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.

"აიაქსმა" ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/10 წლების სეზონში დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"აიაქსი" პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "რეალსაც" სძლია და "იუვენტუსსაც".

ტურინი. "ალიანც სტედიუმი". 41 445 მაყურებელი
იუვენტუსი - აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46)

აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი

alt "აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]

altიტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა "აიაქსთან" "იუვენტუსის" მარცხზე ისაუბრეს

altფრენკი დე იონგი: მადრიდში უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე "ძალიან ძლიერი" "იუვენტუსის" წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 28 /
დავიწყებ იმით, რომ არც იუვეს ბალეშიკი ვარ და არც აიაქსის.. აიაქსი მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ სად იუვე და სად აიაქსი? თქვენ რა მართლა გჯერათ რომ აიაქსმა იუვე პატიოსნად გააგდო?)))) კარგით ხალხო რა, რა გჭირთ, დროა უკვე თვალები გაახილოთ... ფეხბურთი აღარ არსებობს და ეგ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია... მე არ ვიძახი რომ იუვემ თამაში თავისით გაყიდა, ეგ ყველაფერი მოდის უეფადან და გუნდები ჩართულები არიან მაგ სიბინძურეში.. იქნებ ისიც მითხრათ რომამ რო ბარსელონას 4-0 მოუგო (3-0 ის მერე) ეგ თამაშიც პატიოსნად ჩატარდაო)))))) მანდ ბარსელონამ ვალი დააბრუნა როდესაც პსჟ გააგდო 7-1 ით))) უბრალოდ ხალხს აჩვევენ რომ ვითომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება... კი გააგდო აიქსმა იუვე, მაგრამ თუ არ ითამაშებს იუვე ეგრე თბილისის დინამოც გააგდებს... რეალურად ფეხბურთი ვისაც ესმის, იმან იცის რომ აიაქსისნაირ გუნდებთან თამაში, რომელიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, იუვეს ყველაზე მეტად უადვილდება... 10 დან 10 თამაშს მოუგებს იუვე აიაქს, უბრალოდ გუშინ ეგრე იყო საჭირო და მოხდა ის რაც მოხდა)))) იმხელა ფული ტრიალებს მაგ სფეროში, ელემენტარულად მაგიტომ არ უნდა გჯეროდეთ რომ პატიოსნად ტარდება ყველაფერი.... 21 საუკუნეა, ხალხი ფულის გამო ყველაფერს აკეთებს და მაგას ვინ მიუშვებს თავის ნებაზე??? საქართველოში რომ იჭერენ გარიგებულ თამაშებზე ხალხს, გოლებს რო შიფრავენ და რო აღმოჩნდება ხოლმე რომ განზრახ წააგეს თამაში, თქვენ რა, ეგ ქართველების მოგონილი გგონიათ?))))) მე არ ვიძახი რო რამდენი ფავორიტი წააგებს იმდენი ჩაწყობილი იყოთქო, მაგრამ თამაშს ეტყობა ხოლმე რა... იუვეს გუშინ 2 კარში დარტყმა ქონდა როდესაც მოგება ჭირდებოდა, და ვისთან აიაქსთან?? ))))) კარგით რა ნუ მაცინებთ, ნუ ხართ ეგეთი გულუბრყვილოები, 21 საუკუნეა და სადაც დიდი ფული ტრიალებს ყველგან მიდის ხელების ფათური ეს ხომ 2*2 =4 ია !!! ძააან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ისეთის, სადაც ვერ შემეკამათებით, უბრალოდ ადამიანს თუ არ უნდა არ დაიჯერებს... წარმატებებს გისურვებთ :)
სადღაა ფეხბურთი???
17 აპრილი 2019 15:26
15
თქვენ გეტყობათ როლანდოს ფანი ხართ და ყველანაირად ცდილობთ გუშინდელი მარცხის გამართლებას. ძალიან უსუსური კომენტარია. აიაქსის გუნდს ყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები მონდომებულები და ენერგიულები, რაც თამაშის ხარისხშიც აისახა და ამის დანახვა უბრალოდ არ გინდათ. კიდევ კარგი ტოტალიზატორები არსებობს თორემ ვის გაადაბრალებდით ამ მარცხს.
beso
17 აპრილი 2019 18:14
5
ეს სპორტული საიტია თუ ჩეკას ცენზურის განყოფილებაა , თქვენი მოწონების მიხედვით რომ უშვებთ კომენტარებს ?!
ATP 17
17 აპრილი 2019 11:29
0
რონალდოზე გაბოროტებულ მასას იუვეს გავარდნა უხარია, რაც ძალიან დასანანია, რადგან ბარსა-იუვეს თამაშის სიამოვნება აღარ გვავს წინ. არადა რა მაგარი იქნებოდა მესი-რონალდოს ხილვა პირისპირ. აიაქსი ნამდვილად იმსახურებდა კონკრეტულად ამ თამაშის მოგებას.
ლაშა
17 აპრილი 2019 11:28
6
ბრავო აიაქს. მე არ მინახავ ბოლო 2-3 წელი ასე რომელიმე გუნდს ეჯობნა იუვესთვის ორივე თამაში. ეს ბიჭები ფანტასტიკურად თამაშობენ. მინდა 1/2 ფინალი აიაქსი-სიტი ჩემი აზრით ღია ფეხბურთით გვარდიოლა აიაქსთან კისერს მოიმტვრევს და თვით ბარსაც არ Eტამაშება ამ აიაქს ღია თამაშს. მე მჯეროდა რომ იუვეს ვერ გაუძლებდა აიაქსი, მარა ეს ფანტასტიკური გუნდია. საწყენია რომ მომავალ წელს დაანაწევრებენ და დაფლეთავენ ამ გუნდს. თვითონ ამ გუნდს შეუძლია დაფლითოს მთელი ევროპა. ბრავო ფანტასტიკური აიაქსს.
Geo_Dinamo
17 აპრილი 2019 10:58
3
ძალიან მაგარი და ნიჭიერი, სიმპატიური ფეხბურთის გუნდია აიაქსი, მართლა ერთი სიამოვნებაა ამათი თამაშის ყურება, იმსახურებდნენ გასვლას და ნამდვილად არ ვაკნინებ მათ თამშს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ალეგრის უნიჭობის და ხისთავიანობის ბრალი უფროა იუვეს გამოვარდნა ამ 1/4 ფინალიდან, 3 გადაბმული პასი ვერ გააკეთა გუნდმა 90 წუთი, მეგონა ჩვენი ნაკრების თამაშს ვუყურებდი. ის ერთი გოლიც როგორ გაიტანეს ძალიან გასაკვირია და ისევ რონალდოს "სინდისზეა" ეგეც. გაუთლელი მწვრთნელია ალეგრი აბა რა არის, სერია ა-ს ძოძუაშვილიც მოიგებს ამ იუვეთი და ამისთვის რონალდო სულ არ დაჭირდება.
პ.ს. გილოცავთ იუვეს ფანებო, ალეგრიმ თქვა ვრჩებიო და ანიელიმაც დაადასტურა ალეგრი რჩებაო. ისევ ფროსინონესთან და სასუოლოსთან 1-0ების გაწურვის ყურება მოგიწევთ. მე პირადად ამის ყურებას აღარ ვაპირებ :)))
V
17 აპრილი 2019 10:53
2
თანამედროვე სპორტული და არამარტო , მარკეტინგული და ბიზნეს ინტერესების გამო , რა გუნდი იშლება , ერთი სიამოვნებაა ამათი თამაშის ყურება . სამწუხაროდ ტოტალიზატორმა შეცვალა ჭეშმარიტი თეხბურთის გულშემატკივრობის განცა . ერთხელ იქნება ისე , სიამოვნებისთვისაც უყუროთ თამაშს . მე პირადად , ძალიან მიხარია , როცა ფულით გაძეძგილ ტომრების გუნდებს , ასე აბითურებენ , საკუთარი გაზრდილი ფეხბურთელებით . ვითომ ტოპ-კლუბების უმეტესობა , ათწლელში ერთხელ ერთ საშუალო დონის ფეხბურთელსაც კი ვეღარ ზრდის . მე მომხრე ვარ თითოეული კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი , არ აღემატებოდეს , 50 ლიმონს და ვალდებულება ჩაუდო საკუთარი გაზრდილი სულ მცირე , 7 ფეხბურთელი განაცხადში . აი მაშინ დაბრუნდება ჭეშმარიტი ფეხბურთი . მაგრამ , ამის მეთვითონ არ მჯერა . ბრავოო აიაქსს , კრუიფის სული ყოველთის იტრიალებს ამ კლუბში .
ATP 17
17 აპრილი 2019 10:08
1
რა გაყიდულია: რას ლაპარაკობთ ვინ გაგაყიდიებს თამაშს თან ასეთ გადამწყვეტ თამაშს დამსახურებული მოგება აიაქს და დამსახურებული მოგება ბარსას. ისე დღეს რას ფიქრობთ რა მოხდება.
ფენომენო
17 აპრილი 2019 10:07
1
ბრავო აიაქსს!
შაკოიუვე
17 აპრილი 2019 10:07
0
იუვე პროცესის გუნდია, აიაქსი სათასო. ათიდან შეიძლება აიაქსმა ერთი მოუგოს, მაგრამ ის ერთი იქნება გადამწყვეტი. ამიტომ გაუჭირდებათ თასის მოგება იუვეს, პსჟ-ს, სიტის და მსგავს პროცესის გუნდებს.
ერთი დანამდვილებით ვიცი...
17 აპრილი 2019 08:49
6
როდესაც რონალდომ სიმეონეს უპასუხა პროვოკაციით იგივე ჟესტით მაშინ დავწერე რომ რონალდო დაისჯებოდა და დაისაჯა კიდევაც როგორც სიმეონეს მოუვიდა და ღირსიც იყო ...გაყიდული იყოვო აქ წერენ სასაცილოა რატო მაშინ არ იყო გაყიდული ატლეტიკოს რომ მოუგო იქნებ იქ არ ითამაშა ატლეტიკომ.გადაახიეს ბურთი მეორე ტაიმში აიაქსის ახალაგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა,მატუიდიმ ვერ ითამაშა როგორც თამაშობს იმ დონეზე და შედეგიც სახეზეა და არამარტო მატუიდიმ აიაქსს მინიმუმ ორი კიდევ უნდა გაეტანა...
აკაკი
17 აპრილი 2019 07:47
0

სიახლეები პოპულარული