ჟოზე მოურინიო: ლიონელ მესი მოედანზე "გისოსებში" უნდა ჩასვა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ საკუთარი აზრი გამოთქვა, თუ რატომ ვერ შეუშალეს ხელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ლიონელ მესის გოლების გატანის დროს.

"ბარსელონამ" მესის 2 გოლითა და კოუტინიოს შედევრით მანჩესტერელები 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

"არაერთხელ მითქვამს, როცა მესის ბურთი აქვს, ერთი ფეხბურთელი მას პერსონალურად ვერ აიყვანს და ასე არც უნდა ითამაშო მის წინააღმდეგ. მოედანზე ის ისეთ გისოსებში უნდა მოაქციო, რომ ვერაფერი შეძლოს. მოწინააღმდეგეების ფეხბურთელები მასთან ახლოს უნდა იყვნენ და მუდმივად უნ
და შეუშალონ ხელი. მესიმ კი მეორე გოლის დროს მიიღო თავისუფალი სივრცე და გაუტანა კიდეც დე ხეას", - თქვა მოურინიომ.

ალბათ, კარგად გვახსოვს, როგორ თამაშობდნენ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები მესის წინააღმდეგ, როცა "სამეფო კლუბს" პორტუგალიელი წვრთნიდა.

მომზადებულია RT-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხს გამოყოფს გისოსებიდან და მაინც გაიტანს.თუ გისოსებში ჩასმა შეგიძლია,ყველაზე ნაღდია "კრიტში" ჩაკეტო და გარეთ არ გამოახედო.თან თვალი არ მოაშორო,თორემ მაინც რაღაცას მოახერხებს.
სოსო
15:40 18-04-2019
2
ისე სადღაც მართალია "განსაკუთრებული". მესის შეჩერება შეიძლება ერთადერთი გზით, თუ არ ითამაშებს მინდორზე.
vova
16:43 18-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული