უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რუუდ გულიტი: გვარდიოლა მეცოდება - ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა რუუდ გულიტმა "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა შემდეგნაირად ახსნა.

"გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს, რომელიც მატჩების ბედს წყვეტს.

გვარდიოლა "ბაიერნში" ეცადა, ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ვერ მოახერხა. ამ გუნდისთვის კი ბუნდესლიგის მოგება წარმატება არაა, ვინაიდან თითქმის ყოველ სეზონში იმარჯვებს.

"ბარსელონაში" თამაშებს მესი იგებს. ასე იყო გვარდიოლას ეპოქაში და ასეა ახლაც. ვხედავ გვარდიოლას მისწრაფებას და მოტივაციას და მეცოდება", - განაცხადა გულიტმა beIN Sports-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ