ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი: "აიაქსმა" "ტოტენჰემი" ნოკდაუნში ჩააგდო თუ ნოკაუტში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ტოტენჰემს".

სეზონის აღმოჩენა-გუნდს, "აიაქსს" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ხელი შეუწყო იმისათვის, რათა უკეთ მომზადებულიყო, პირველობის ტური საერთოდ გადადო, რამაც "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გააბრაზა, რადგან მეტოქე თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა. "დეზებმა" პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთადერთი გოლი გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს წამყვანი თავდამსხმელები - კეინი და სონი ვერ დაეხმარნენ.

პოჩეტინომ ძირითად შემადგენლობაში "აიაქსის" 4 ყოფილი ფეხბურთელი დააყენა: დავინსონ სანჩესი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან
ერიკსენი.

მატჩი მშვიდად დაიწყო, გუნდები ფრთხილობდნენ და პირველივე სახიფათო იერიში სტუმრებმა გოლით დააგვირგვინეს - ვან დე ბეკმა ზიეშის პასი მიიღო, ლორისთან პირისპირ გაიჭრა და დუელი მოუგო. ამას ცოტა ხანში ისევ ზიეშისა და ვან დე ბეკის სახიფათო შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამჯერად მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

31-ე წუთზე ვერტონგენი ალდერვეირელს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაშის გაგრძელება სცადა, ვერ შეძლო და სისოკომ შეცვალა.

ამსტერდამულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, "ტოტენჰემს" კი 100%-იანი მომენტი თითქმის არ შეუქმნია.

"აიაქსმა" შესვენებამდე მოწინააღმდეგის ნახევარზე 113 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო "ტოტენჰემმა" - 50.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა, ამსტერდამულ გუნდს კი მეორეჯერ შეეძლო დაემწუხრებინა ლორისი - ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს გუნდები შესამჩნევად დაიღალნენ, ტემპი დაეცა და ტენ ჰაგის გუნდმა, რომელმაც სენსაციურად გამოაგდო "რეალი" და "იუვენტუსი", ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საოცრებაა, "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრაში იმარჯვა! ეს აქამდე მხოლოდ "რეალმა" და "ბაიერნმა" მოახერხეს.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა ზედიზედ ცხრა გასვლით მატჩში გოლი.

მატიას დე ლიხტი ტურნირის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია - 19 წლის და 261 დღის.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 23 წლის შემდეგ პირველად შეინახა საკუთარი კარი "მშრალად".

ეს მე-18 შემთხვევაა, როდესაც სტუმარმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლაზე იმარჯვა და წინა შემთხვევებიდან პირველ მატჩში წაგებულებიდან მხოლოდ 1 გავიდა ფინალში - 1996 წელს "აიაქსი", რომელიც "პანათინაიკოსთან" სახლში 0:1 დამარცხდა, საბერძნეთში კი 3:0 მოიგო.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 243 მაყურებელი
ტოტენჰემი - აიაქსი 0:1
გოლი: ვან დე ბეკი (15)

ტოტენჰემი: ლორისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი (დევისი 79), ვერტონგენი (სისოკო 40), ლუკას მოურა, ერიკსენი, ალი, ვანიამა, ტრიპიერი (ფოიტი 79), ლორენტე

აიაქსი: ონანა, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ველტმანი, ბლინდი, ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელარი 86), ტადიჩი, შენე (მაზრაუი 65), ნერესი, დე იონგი

altESPN-ის ანალიტიკოსი: ვერტონგენისთვის მოედანზე დაბრუნების უფლება არ უნდა მიეცათ, ეს სამარცხვინოა

altმაურისიო პოჩეტინო: არაფერიც არაა დაკარგული, ამსტერდამში მოსაგებად გავემგზავრებით

altერიკ ტენ ჰაგი: ლომებივით ვიბრძოლეთ - ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით

 

altმატიას დე ლიხტი: ჰოლანდიაში "ტოტენჰემი" მეორეხარისხოვანი გუნდი ეგონათ



მკითხველის კომენტარები / 16 /
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის.
უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით.
ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს
superman
13:02 01-05-2019
1
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის.
უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით.
ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს
superman
13:00 01-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული