ბარსელონა VS ლივერპული - შეცდომებიც იქნება, გოლებიც და შანსებიც

AutoSharing Option
პირველ მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "ლივერპულს" უმასპინძლებს.

"ბარსელონა" და "ლივერპული" ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ შეხვდნენ. პირველი თამაში 1976 წელს უეფას თასზე გამართეს, ხოლო ბოლო 2007 წელს - ჩემპიონთა ლიგაზე. 8 შეხვედრიდან 3 "ლივერპულმა" მოიგო, 2 "ბარსელონამ" და 3 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება თანაბარია - 6:6.

  • "ლივერპულს" უკანასკნელი 4 გასვლითი მატჩიდან "ბარსელონასთან" არც ერთი არ წაუგია
  • "ლივერპული" ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელსაც "ბარსელონას" წინააღმდეგ ევროპის თასების ფარგლებში გასვლაზე გამართულ შეხვედრებში მოუგია, 1975/6 წლების სეზონში 0:1 და 2006/07 სეზონში 1:2.
  • "ბარსელონას"
    აქვს მონაგები ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე ნებისმიერ კლუბს ერთი ქვეყნის გუნდებთან მატჩებში
  • ეს "ლივერპულისთვის" ევროპის თასებზე მე-11 ნახევარფინალია. აქამდე მხოლოდ 2- ჯერ ვერ შეძლეს ფინალში გასვლა - 1964/65 წლებში "ინტერთან" დამარცხდნენ, 2007/08 წლებში "ჩელსისთან".
  • "ბარსელონამ" ინგლისურ კლუბებთან ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ მიაღწია წარმატებას - 2008/09 წლებში "ჩელსისთან", ხოლო დამარცხდა "ლიდსთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და იმავე "ჩელსისთან".
  • "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 31 მატჩში არ წაუგია საკუთარ მოედანზე. ამ 31 შეხვედრაში 15 გოლი გაუშვეს და არცერთხელ არ მიუღიათ საკუთარ კარში 1 გოლზე მეტი.
  • ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 32 შეხვედრაში ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 24 გოლი აქვს გატანილი.

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თამაშისწინა პრესკონფერენციაზე რაციონალური და მოტივაციით სავსე იყო:

"ვიქნებით ჩვენ უნაკლოები? ეს შეუძლებელია. დავუშვებთ შეცდომებს? ოჰ, დიახ. რთული იქნება ჩვენთვის ეს შეხვედრა? ოჰ, დიახ, 100%-ით.

გვექნება შანსები? დიახ, 100%-ით და იმედია, ამ შანსებს გამოვიყენებთ - ეს იქნება, რასაც ვეცდებით.

ჩვენ სრულად თავისუფლად ვგრძნობთ თავს, რათა ჩვენი ფეხბურთის თამაში შევძლოთ. "ბარსელონას" შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ისინი დაახლოებით 20 წელია აკეთებენ იმას, რაც ჩვენ შარშან მოვახერხეთ. ამიტომ, ძალიან რთული იქნება, თუმცა მაინც მიხარია, რომ კიდევ ერთი შანსი გვაქვს. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელებიც იმავეს გრძნობენ.

შემიძლია ვთქვა, რომ ფრე არ იქნება ყველაზე ცუდი შედეგი სამყაროში. ჩვენ ამისთვის არ გავდივართ მოედანზე, თუმცა ფრესაც არა უშავს.

ჩვენ ორივე შეხვედრაში გვაქვს შანსები, თუმცა უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ. არასდროს მესმის იმ ხალხის, ვინც ფიქრობს, რომ თამაში დაწყებამდეა მოგებული.

ახლა არ მჭირდება იმის ცოდნა, თუ რა გზები არის ჩვენთვის უკეთესი თამაშის მოსაგებად. ჩვენ ვეცდებით, საკუთარი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ და ვნახოთ, რას მივიღებთ მისგან.

როცა სახლში დავბრუნდებით, ჩვენ არ ვეთამაშებით "სიტის", ჩვენ "ნიუკასლთან" გვაქვს შეხვედრა, მაგრამ ამ შეხვედრაზე ჯერ არავინ ფიქრობს, რადგან "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში და 15 ან 20 პროცენტით "ნიუკასლზე" ფიქრი საშინელი შეცდომა იქნება.

და კიდევ, ფეხბურთელები, ვინც კი მინახავს, იმათგან მესი საუკეთესოა", - განაცხადა იურგენ კლოპმა.

ასევე მოტივირებული ჩანდა "ლივერპულის" მარცხენა მცველი ენდი რობერტსონი:

"ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული იქნება. ისინი შეუდარებლად ძლიერები არიან შეტევაში. მათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ და ეს ჩვენთვის სასარგებლო სულაც არ არის.  დაცვაში საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ასევე, მათაც უნდა შევუქმნათ პრობლემები.

ჩვენ ძალიან კარგი შემტევი ტრიო გვყავს და ასევე, გვყავს ფეხბურთელები, ვისაც მეტოქე გუნდისთვის საფრთხის შექმნა სიღრმიდანაც შეუძლიათ და ამას მოვახერხებთ. რთულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ "ბარსელონას" და ფინალშიც გავალთ.

ნახევარფინალი შესანიშნავი პერსპექტივაა, თუმცა, ამავე დროს, დაძაბული და ემოციურად დატვირთული. ამიტომ მისი კონტროლია აუცილებელი და მისგან საუკეთესოს მიღება. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული იქნება, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია იმ შედეგის მიღწევა, რაც ფინალში გასვლაში დაგვეხმარება.

მესი? არ ვთვლი, რომ სხვა მატჩისაგან განსხვავებულად უნდა მოვემზადო. რა თქმა უნდა, მე ვეთამაშები იმაზე უკეთეს ფეხბურთელს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა - როგორც აღვნიშნე, ის საუკეთესოა. საერთოდ, შეგიძლია ვიდეოები ნახო, თუმცა არ ვიცი, რამდენად დაგეხმარება ეს.

თუმცა, მე მგონია, რომ ყველა უნდა მოვემზადოთ, რადგან ის მოედნის ყველა მონაკვეთზეა. შეხედავ და ზოგჯერ ცენტრს ქვევითაა, სიღმიდან მოაქვს ბურთი და ვიცი, რომ მარჯვნივ წავა და მე მზად ვარ ამისთვის. ვიცი, რომ შემოგვიტევს, თანაც ბევრჯერ და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავიცავთ თავს", - თქვა შოტლანდიელმა მცველმა.

საინტერესო იყო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს კომენტარიც.

"მოსამზადებელი პროცესი არ განსხვავდებოდა მეოთხედფინალური მატჩებისაგან. ეს ფინალური ეტაპებია და ეთამაშები გუნდებს, რომლებსაც სურთ პროგრესი შენ მსგავსად. ჩვენ ვაანალიზებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და მოუთმენლად ველოდებით მატჩს".

ვალვერდეს ჰკითხეს, იყო თუ არა ეს მისთვის ყველაზე დიდი მატჩი "ბარსელონას" მწვრთნელობისას, რაზეც ესტრემადურელმა უპასუხა:

"მსგავსი რამეების დე-დრამატიზება მინდა. თუმცა ეს არის მატჩი, რომელშიც ადგილს ბევრი ადამიანი არ გამიცვლიდა".

"ბარსას" მწვრთნელი გულშემატკივრების საკითხსაც შეეხო:

"ფანები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ მატჩში. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე შეხვედრა 90 000 გულშემატკივართან ერთად და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფანები ძალას მოგვცემენ ისე, როგორც მათ საკუთარ კედლებში".

როგორც ჩანს, "ბარსელონაში" ძალიან ნერვიულობენ,  მათ შორის, მთავარი მწვრთნელიც:

"მე ვთვლი, რომ კლოპის სიტყვები ყველაზე მეტად შეეფერება მატჩის განტვირთვას დამატებითი პერიპეტიებიდან. ვგულისხმობ ფრაზას "დღის ბოლოს მოედანზე იქნება ორი მეკარე და 22 ფეხბურთელი და ისინი ეცდებიან გოლის გატანას" - თქვა ვალვერდემ.

"მე არ ვიცი, ვართ თუ არა საუკეთესო ფორმაში. ამჟამად ჩვენ ვართ ორი კლუბი, რომლებიც ერთმანეთს ნახევარფინალში ვხვდებით. ისინი "სიტისთან" ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. ჩვენი გზა ჩემპიონთა ლიგაზე სხვაა. მათ შესანიშნავი შემტევი ტრიო ჰყავთ და მათი დამარცხება რთულია. მათ მხოლოდ ერთხელ წააგეს საკუთარ ლიგაში და ეს ბევრს ამბობს "ლივერპულზე".

ვალვერდეს ჰკითხეს, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, გატანა თუ არგაშვება, რაზეც "ბარსას" მწვრთნელმა უპასუხა:

"სახლში ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი მატჩის მოგებაა. ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, მათ არ გაიტანონ გოლი, თუმცა მეორე მატჩი წინ გვაქვს. ჩვენ ვეცდებით ორივეს და დარწმუნებული ვარ, მათაც გოლის გატანა და საკუთარ კარში არმიღება სურთ".

ვალვერდე მესისა და სუარესსაც შეეხო:

"ის კარგად გრძნობს თავს. სხვებთან შედარებით, ერთი თვით მეტხანს დაისვენა, რადგან უკანასკნელ ორ კვირაში ლა ლიგის სამი მატჩი გვქონდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩთან ერთად "მანჩესტერის" წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, მესიც და ყველა დანარჩენიც.

მე არ ვთვლი, რომ სუარესს "ლივერპულის" წინააღმდეგ დამატებითი მოტივაცია სჭირდება. სხვა გუნდთანაც იმავეს იზამდა, მას სხვანაირად არ შეუძლია".

კლოპის მსგავსად, მეტოქე გუნდის მიმართ არც ვალვერდემ დაიშურა საქებარი სიტყვები:

"ლივერპული" ძალიან კარგად იცნობს ჩემპიონთა ლიგას. გასული წლის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი არ შეუცვლიათ. მათ ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვთ. ისინი ძალიან საშიში მეტოქეები არიან.

მათი შემტევი ტრიო კი გუნდიდან ყველაზე საშიშია. ისინი შენს ნახევარზე ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, როცა შენ გაქვს ბურთი. თუკი მათ სივრცეს მისცემ, ისინი დიდ ზიანს მოგაყენებენ, თუმცა, ზოგადად, "ლივერპული" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება".

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის კომენტარებიც არ იყო ამოვარდნილი საერთო ლოგიკიდან:

"ლა ლიგის მოგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამოსვლა ჩვენ ენერგიასა და თავდაჯერებულობას გვმატებს, თამაშის სურვილთან ერთად.

შენ ყოველთვის შეგიძლია მოუმატო და უკეთესად ითამაშო. ჩვენ გვაქვს ბევრი ოცნება და წინა წლების გამოცდილებიდან ბევრი ვისწავლეთ.

ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული ზეწოლა იმიტომაა, რომ ჩვენ საკუთარ თავს წინა წლებზე უკეთეს თამაშს ვთხოვთ.

ძალიან დიდ პატივს ვცემ "ლივერპულსა" და იურგენ კლოპს, რომლის ფეხბურთელებიც ყოველთვის კარგად ორგანიზებულები იყვნენ და მას (კლოპს) მუდმივად აჰყავდა საკუთარი ფეხბურთელები უფრო მაღალ დონეზე.

მათ წინააღმდეგ დაცვა რთულია, რადგან ძალიან კარგები არიან. იმედია, მათ შეჩერებას შევძლებთ, ასევე, თამაშის ტემპსაც გავაკონტროლებთ.

ჩვენ ვიცით, რომ ის ძალიან კარგი გუნდია და იციან, როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშონ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და საკუთარი საქმე გავაკეთოთ".

რაკიტიჩმა "ბარსელონაში" ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი:

"ამ კლუბში ყოფნისას ყველაზე ბედნიერად ახლა ვგრძნობ თავს. ვგრძნობ სითბოს ფანებისგან. კონტრაქტის ვადა კიდევ სამი წლით მაქვს და არ მეგულება "ბარსელონაზე" უკეთესი ადგილი.

მსოფლიო თასზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა და გავაუმჯობესე ჩემი თამაში. ეს ძალას მმატებს და მაძლევს სურვილს, იგივე გავაგრძელო", - თქვა ხორვატმა.

altფაქტები მეტყველებენ - რატომ მოიგებს "ბარსელონა" და რატომ გაიტანს მესი

რძოლის ეპიცენტრი
შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო დეტალი იქნება. ცენტრალური როლი ენიჭება სერხიო ბუსკეტსს, რადგან სწორედ მას მოუწევს "ლივერპულის" ტრიოს პრესინგის გაძლება.

ასევე, საინტერესო დაპირისპირება იქნება ვან დაიკსა და პიკეს შორის. ჰოლანდიელს ბევრი პლანეტის საუკეთესო მცველად თვლის, ხოლო პიკეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, არანაკლები, ვიდრე ვან დაიკს. თუ პიკეს სალაჰთან და მანესთან მოუწევს ბრძოლა, ვან დაიკს მესი და სუარესი ჰყავს მეტოქედ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ დროს "ენფილდის" პუბლიკის ფავორიტები დღეს "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებენ. საქმე ეხება ფილიპე კოუტინიოსა და ლუის სუარესს.

რაც შეეხება გუნდებს, "ბარსელონას" რიგებში პრობლემები არ არის, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მზად არიან "ლივერპულის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ინგლისელების მხრიდან რობერტო ფირმინოს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური, მესი, სუარესი, კოუტინიო.

ლივერპული: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, სალაჰი, მანე, ფირმინო (კითხვის ნიშნის ქვეშ)

მატჩი დღეს, 1-ელ მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ შეხვედრაში უფრო მწრვთნელთა დუელი იქნება, სადაც უპირატესობას იურგენ კლოპს მივანიჭებდი
giorgi
21:11 01-05-2019
2
ერტი კიტხვა მაქვს, რამდენჯერ ააქვს ლივერპულს პრემიერლიგა მოგებული?d.d.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული