ცხოველები - როგორ იქცევიან "ლივერპულის" ფანები ბარსელონაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელიც ბარსელონაში ლივერპულელი ფანების ქცევას ასახავდა.

გარდა იმისა, რომ შუა ქუჩებსა და მოედნებზე სვამენ, მღერიან და ნაგავს ყრიან, ლივერპულელები პოლიციის, ტურისტებისა და ადგილობრივების შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან. ეს ყველაფერი თავად ინგლისელი ფანების მიერ ატვირთული ვიდეოებიდან ჩანს.

დღეს "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა კლუბის განცხადება, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობენ მერსისაიდისა და ბარსელონას პოლიციასთან, რათა მოხდეს სხვადასხვა ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია. კლუბი მიიჩნევს, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული