ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: მესის პირველი და მე-600 გოლი, "ბარსელონა" თითქმის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ მაისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" 3:0 სძლია.

ეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი, შესაძლოა, მთავარი დაპირისპირებაცაა და რა უნდა ინატროს ფეხბურთის მოყვარულმა ამაზე მეტი - ორი ძალიან კარგი, სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდის თამაში, რომლის პირველი რაუნდი კატალონიურმა გრანდმა დამაჯერებლად მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტურნირის ისტორიაში თავისი გუნდის ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა დააყენა - საშუალო ასაკი 29 წელი და 210 დღე.

ვიდრე პირველი გოლი გავიდოდა, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 24-ე წუთზე
ტრავმა მიიღო სტუმრათა გუნდის ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ და ჯორდან ჰენდერსონმა შეცვალა.

ცოტა ხანში კი ლუის სუარესმა მასპინძლები დააწინაურა. ის ჟორდი ალბას პასზე გაიხსნა და თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა. ურუგვაელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა.

ეს ტურნირზე "ბარსას" საიუბილეო, მე-500 გოლია. უფრო მეტი მხოლოდ "რეალს" აქვს გატანილი - 551.

შესვენების შემდეგ "ლივერპული" ინიციატივას დაეუფლა, შეუტია და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯეიმს მილნერისა და მოჰამედ სალაჰის დარტყმული ბურთები მოიგერია. მერე ისევ მილნერს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა.

იურგენ კლოპის გუნდმა "ბლაუგრანა" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, რაც დიდი იშვიათობაა, მაგრამ მეორე ტაიმში პირველივე სახიფათო კონტრიერიში ლეო მესიმ გოლით დააგვირგვინა. შექმნილ სათამაშო ვითარებაში ეს, ცოტა არ იყოს, ალოგიკურიც იყო.

82-ე წუთზე კი მესიმ 26 მეტრიდან საჯარიმოთი დალაშქრა ალისონის კარი და ყველაფერი დასრულდა. მესიმ "ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა (683 მატჩში). პირველი გოლი მან 2005 წლის პირველ მაისს "ალბასეტეს" გაუტანა.

მესიმ ტურნირზე ინგლისურ გუნდებს 26 გოლი გაუტანა, "ლივერპულის" კარი კი პირველად დალაშქრა.

ლეომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე საჯარიმოდან 8 გოლი გაიტანა, კარიერაში კი "ბარსაში" - 42.

თუმცა "წითლებმა" გაიბრძოლეს - შეცვლაზე შესული რობერტო ფირმინოს დარტყმული ბურთი ივან რაკიტიჩმა კარის ხაზიდან გამოიტანა, სალაჰმა კი დამატებაზე ძელს გაარტყა.

ბოლოს ანგარიში შეიძლებოდა მთლად გამანადგურებელი გამხდარიყო, მაგრამ სუარესმა და დემბელემ მესის პასები ვერ გამოიყენეს.

მოკლედ, "ბარსელონა" "ენფილდზე" სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. არადა, "ლივერპულმა" ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ "ბარსამ" საბოლოო ჯამში კლასის ხარჯზე იმარჯვა.

"ლივერპულმა" უფრო მეტჯერ დაარტყა ბურთი (14-11), ბურთის ფლობა მეტი ჰქონდა (52%-48%), მეტი პასი გააკეთა (600-558), მეტი ირბინა (111.1 კმ-109.7 კმ) და მაინც წააგო.

"ლივერპული" "კამპ ნოუზე" პირველად დამარცხდა - აქამდე ჩატარებული 4 მატჩიდან 2 ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული.

მესიმ ტურნირზე 37 გუნდის წინააღმდეგ იასპარეზა და 32-ს გაუტანა გოლი. უფრო უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალის" ყოფილ თავდამსხმელ რაულს აქვს, რომელმაც 33 გუნდს გაუტანა გოლი.

პირველ ნახევარფინალში ორივე ინგლისური გუნდი დამარცხდა და არც ერთს გოლი არ გაუტანია.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 98 299 მაყურებელი
ბარსელონა - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (26), 2:0 (75), 3:0 მესი (82)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (ალენია 90+3), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, კოუტინიო (სემედო 60), მესი, სუარესი (დემბელე 90+3)

ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, მილნერი (ორიგი 85), ფაბინიო, კეიტა (ჰენდერსონი 24), ვეინალდუმი (ფირმინო 79), მანე, სალაჰი

altვირჯილ ვან დაიკი: დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონას" კართან მომენტების შექმნა შეგვიძლია

altენდი რობერტსონი: "ლივერპული" მესის გაუმკლავდა

alt"მზად ვართ ევროპის შესაღებად" - პერფორმანსი "ბარსელონა"-"ლივერპულის" მატჩზე [PHOTO]

altლიონელ მესის სიმულაცია, რომელიც ნეიმარსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]

altლიონელ მესი: "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას - დემბელეს მეოთხე გოლი უნდა გაეტანა

altიურგენ კლოპი: ფეხბურთი გოლია, "ბარსელონამ" სამი გაიტანა, ჩვენ - არც ერთი

altერნესტო ვალვერდე: ვიცით, რა შეუძლია მესის და მაინც მუდამ გვაოცებს

altრიო ფერდინანდი: მესი როდესაც მოინდომებს, ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია

მკითხველის კომენტარები / 26 /
ბარსელონამ თუ მოიგო, ესპანეთს ასახელებს თუ კატალონიას? კატალონიელები არ თვლიან თავს ესპანელებად.
123
02 მაისი 2019 15:33
4
განმეორებითი თამაში ენფლიდზე პირიქით წარიმართება და ბარსელონა დაიკავებს ბურთს, რადგან ერთი გოლი სტუმრად, უკვე ამთავრებს ყველაფერს. ვალვერდე დიდი ტაქტიკოსია და მის მიმართ კრიტიკა არის ყოვლად უსაფუძვლო, იმის ფონზე რომ დღევანდელი ბარსელონა ყველაზე ასაკოვანი გუნდია ევროპაში. ძნელია ასაკოვან გუნდს ერთდროულად ლამაზი ფეხბურთი და შედეგი ერთდროულად მოსთხოვო. საინტერესო ფინალს ველი, აიაქსი vs ბარსელონა
ფეხბურთი
02 მაისი 2019 15:30
2
კიდევ თვლით რომ კრიტიკა უსაფუძვლოა? :)
giorgi
08 მაისი 2019 01:24
0
ეს თამაში ასეთი ანგარიშით წასაგები არ იყო და საერთოდ წასაგებიც არ იყო,რაშიც დიდი წილი სალაჰს მიუძღვის,ასევე მანესაც,მაგრამ მას შედარებით ნაკლები,არ შეიძლება ასე განიავება მომენტების,ამის შემდეგ აუცილებლად დაისჯები,მაგრამ მიუხედავად დიდი უპირატესობისა,ლივერპულს მანც აქვს შანსი,ბარსამ თუ შეძლო,ლივე რატომ ვერ შეძლებს?,რა ფეხბურთელები არ ყავს თუ გულშემატკივრობა არ უვარგათ,ასე,რომ ჯერ დამთავრებული არაფერია,ყველაფერი ლივერპულში გაირკვევა.
roma
02 მაისი 2019 14:21
12
მაინტერესებს, აქ სიმულაცია სად დაინახეთ? რაიყო სტატის რომ წერ მაშინ მაინც დაივიწყე რომ მადრიდისტა ხარ.
giorgi
02 მაისი 2019 14:04
2
Messi aris bunebit dajildovebuli. Es rom ise varjishobdes rogorc ronaldu yovel sezonze 70-80 gols xo gaitanda da ukve 10 oqros burtic eqneboda. Madloba mis agmomchens rom eseti talanti achuqa fexburtis samyaros romelic yvelas siamovnebas anichebs visac fexburti uyvars cels triplendi gardauvalia )))
Emigranti
02 მაისი 2019 10:54
2
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ
ბს
02 მაისი 2019 10:31
0
ალოგიკურია, რომ 5-ით 0- ზე არ დამთავრდა, დანარჩენი ნამდვილად ლოგიკურად დამთავრდა! ვულოცავ ბარსას გულშემატკივრებს, ეგ ერთი და სხვა მრავალი! ლეო შე მხეცო!
კობა
02 მაისი 2019 09:47
4
პელეს თამაში მახსოვს, მარადონასი თავისთავად, მაგრამ მესი განსაკუთრებულია.
მერაბი
02 მაისი 2019 09:46
1
ვულოცავ ბარსელონას ფანებს...მესის ჯარიმა ვუსურვე და გაიტანა კიდევაც... მიუხედავად იმის რომ ბარსელონას ფანი არ ვარ ვიტყვი რომ მესი დღეს საუკეთესოა....რაც შეეხება დემბელეს დღეს არ წაუვიდა ხუთი წუთის თამაში მაგრამ ის ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე იმედი მაქვს ტრამვას აღარ მიიღებს და ვისიამოვნებთ მისი თამაშით....ტყუილა ას მილიონს არავინ იხდის....მესის მსოფლიო ჩემპიონობას ვუსურვებდი საწყენია ძალიან რომ ასეთი დონის ფეხბურთელს არ უმართლებს...
აკაკი
02 მაისი 2019 02:49
0
წელსაც უტიტულოდ ლუზერპული.d.d.
barsa
02 მაისი 2019 01:59
9

სიახლეები პოპულარული