უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ერნესტო ვალვერდე: მესი გვაოცებს - არ მეგონა, თუ იმ სიშორიდან შეასრულებდა საჯარიმოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულის" დამაჯერებლად ძლევის (3:0) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ დუბლის ავტორი ლეო მესი აქო.

"ყველა გუნდი ცდილობს, მეტოქეს თავისი თამაში მოახვიოს თავს და ხანდახან მოწინააღმდეგე დომინირებს. დღეს ეს გაგვიჭირდა. სამი გოლი გავიტანეთ და იმედია, მოპოვებულ უპირატესობას არ გავანიავებთ.

ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მესის და მიუხედავად ამისა, მუდამ გვაოცებს. თანაც, პრესინგშიც იღებდა მონაწილეობას. არც მეგონა, თუ იმ სიშორიდან საჯარიმოს დაარტყამდა. ის მეტოქეებს შიშის ზარს სცემს. ასეთ შეხვედრაში ყველამ უნდა წარმოაჩინოს თავი და დღეს გუნდურმა თამაშმა კვლავ
გამოიღო შედეგი.

ნუ დაგვავიწყდება, გასულ სეზონში მეოთხედფინალში პირველი შეხვედრა 4:1 მოვიგეთ და საბოლოოდ გავვარდით. ასე რომ, ინტრიგა ცოცხალია", - განუცხადა ვალვერდემ "მარკას".

ასევე დაგაინტერესებთ