უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ტრავმამოურჩენელი ჰარი კეინი "ტოტენჰემის" გადასარჩენად დაბრუნებას აპირებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი დაბრუნებას აპირებს.

მას სურს, თავის გუნდს "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში დაეხმაროს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, კეინმა კლუბის ხელმძღვანელობას ხელახალი სამედიცინო შემოწმების ჩატარება სთხოვა, რათა "აიაქსთან" თამაშის ნება დართონ.

კეინმა ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხდფინალურ შეხვედრაში მიიღო და წესით, ამ სეზონში აღარ უნდა ეასპარეზა.

"აიაქსმა" პირველ მატჩში "ტოტენჰემს" 1:0 სძლია, საპასუხო შეხვედრა კი 8 მაისს ამსტერდამში ჩატარდება.