უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

დეიან ლოვრენი: ყველამ ჩამოგვწერა, მაგრამ "ლივერპულს" ქამბექები ეხერხება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა დეიან ლოვრენმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ყველამ ჩამოგვწერა. ეს მაბრაზებს და "ენფილდზე" განსაკუთრებულის გაკეთების სურვილს მიჩენს.

დიდი ფეხბურთელები გვყავს და მათ მნიშვნელოვან შეხვედრებში თავი უნდა წარმოაჩინონ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. სწორედ ამიტომაა "ლივერპული" უნიკალური კლუბი.

როდესაც ხალხი ამბობს, რომ ჩვენი საქმე დასრულებულია, მუდამ ვახერხებთ ქამბექებს. 0:3 წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე, "ენფილდზე".

რა თქმა უნდა, რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, თუმცა "ლივერპული" ქამბექებითაა სახელგანთქმული.

იმედია, ამას ისევ გავაკეთებთ. ამისათვის კი გულშემატკივართა
მხარდაჭერა გვჭირდება", - ციტირებს ლოვრენს As-ი.