უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

არსენ ვენგერი: "ლივერპულის" შესანიშნავი თამაშის მიზეზი? "ენფილდი"

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბარსელონას" წინააღმდეგ "ლივერპულის" გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.

"ლივერპული" შესანიშნავად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. მიზეზი? "ენფილდი". საშინაო შეხვედრა. ეს ყველაზე ცხელი სტადიონია ევროპაში. ერთადერთი არენა, სადაც ჩასვლა არ მინდა, ეს "ენფილდია". აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა" - გადმოსცემს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს BeIN Sports-ი.

"ლივერპული" გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე კლუბი, რომელმაც პირველ შეხვედრაში გამანადგურებელი სხვაობით წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა. წინა სეზონში იგივე შედეგი "ბარსელონასთან" "რომას" ჰქონდა.

"ლივერპული" ფინალში "აიაქსი"-"ტოტენჰემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ