ჟორჟინიო ვეინალდუმი არასდროს მოხვდებოდა "ლივერპულში", რომ არა ბებია

AutoSharing Option
ბავშვობაში ჟორჟინიო ვეინალდუმს ფეხბურთი საერთოდ არ უყვარდა. ძირითადად, აკრობატიკით იყო დაკავებული. პარალელურად, ბებიასაც აშინებდა ხოლმე, რადგან ქალბატონი ფრანსინა ძალიან ნერვიულობდა,  პატარა შვილიშვილს რამე არ მოეტეხა.

აფრო-სურინამული ფესვების მქონე ჟორჟინიო 5 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. დედა როტერდამიდან ამსტერდამში გადავიდა სამუშაოდ, ჟორჟინიო კი საყვარელ ბებიასთან დარჩა. ფრანსინა ძალიან დარდობდა და ეხვეწებოდა შვილიშვილს, თავი დაენებებინა აქეთ-იქით ხტომისათვის.

ის ოცნებობდა, რომ ერთხელაც ჟორჟინიო ნაკლებად სახიფათო სპორტზე გადაერთვებოდა, თუნდაც ფეხბურთზე. ვეინალდუმი კი, იშვიათად თამაშობდა ფეხბურთს სკოლაში და
არც ტელევიზორში ადევნებდა მატჩებს თვალს - ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მისი ყურადღების მიღმა მიმდინარეობდა.

Sportall.Ge
ჟორჟინიო ვეინალდუმი: ქვევით, მარცხნიდან პირველი

ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. 6 წლის ჟორჟინიო სკოლიდან ტალანტების დღეზე გაგზავნეს. იქ კი, როტერდამის "სპარტას" მწვრთნელები მისი სისწრაფითა და შეუპოვრობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. თავიდან ყოყმანობდა, ღირდა თუ არა ფეხბურთზე სიარული, მაგრამ ამ დროს საქმეში ბებია ჩაერია - რომ ეს ახლის მცდელობის შესანიშნავი შანსი იყო. ის ბიძაშვილმა დრენტემაც დაარწმუნა. დრენტემ, რომელიც მადრიდის "რეალში" მოხვედრიდან 6 წლის შემდეგ ვლადიკავკაზის "ალანიას" ფეხბურთელი გახდა. სხვათა შორის, დრენტესთან ერთად ვლადიკავკაზურ გუნდში გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა.

"როგორც წესი, ბავშვები ბევრ ფეხბურთელს ცნობენ და მათ გონებაში მხოლოდ ფეხბურთია, მაგრამ მე არ დავდიოდი სტადიონზე და არც ფეხბურთს ვუყურებდი. როცა "ფეიენოორდში" გადავედი 14 წლის ასაკში, მხოლოდ მაშინ გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა პროფესიონალი გავმხდარიყავი" - უთხრა ვეინალდუმმა Liverpool Echo-ს.

ამაშიც ფრანსინა დაეხმარა მას. ვარჯიშები დილის 7 საათზე იწყებოდა, ამ დროისთვის კი მეტრო ისევ დაკეტილი იყო. ოჯახს მანქანა არ ჰყავდა, თუმცა ბებიას ეს სულაც არ აშინებდა - ზამთარშიც კი შვილიშვილთან ერთად ფეხით გადიოდა 5 კილომეტრს სავარჯიშო სექციებამდე.

Sportall.Ge

"მას ფეხბურთზე იმისათვის არ მივუყვანივარ, რომ ჩემი სამუშაო გამხდარიყო, არამედ იმისთვის, რომ ქუჩას მოვეცილებინე და სისულელე არ ჩამედინა. ბებია ახლა 84 წლისაა. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ პირველ რიგში, მთავარია სწავლა და მხოლოდ ამის მერე მოდის სხვა რამ. მისი შეგონებებიდან ყველაზე მეტად ეს მახსოვს: "ყოველთვის მთელი ძალით ეცადე და არასდროს უღალატო საკუთარ თავს" - თქვა ვეინალდუმმა 2015 წელს, დაჯილდოების დროს, როცა ერედივიზიონის წლის ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.

2016 წელს, როცა ჟორჟინიო ლივერპულში გაფრინდა კონტრაქტის გასაფორმებლად, მას თან ბებია ახლდა. ფრანსინა იქამდე ცხოვრობდა ინგლისში, სანამ მისი შვილიშვილი ახალ ქალაქს არ გაუშინაურდა.

ახლა კი ჟორჟინიო ადგილობრივი სუპერგმირია, ფრანსინას შვილიშვილმა ხომ "ბარსელონას" გაუტანა ორი გოლი და ეს ისტორიული გამარჯვება მის სახელთან იქნება დაკავშირებული. ხოლო ჟორჟინიო კი არასდროს მოხვდებოდა "ლივერპულში", რომ არა ბებია.

altდღის ფინტი: ვეინალდუმი ბუსკეტსსა და არტურს საოცარი მოძრაობით გაუმკლავდა [VIDEO]

altარსენ ვენგერი: "ლივერპულის" შესანიშნავი თამაშის მიზეზი? "ენფილდი"

altსიტყვა, რომლითაც კლოპმა "ლივერპულის" ფეხბურთელებს "ბარსელონასთან" მატჩის წინ მიმართა

altიურგენ კლოპმა ინტერვიუს დროს საათს დახედა და შეიგინა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მონდომება და საკუთარი თავის რწმენა უკვალოდ არ ჩაივლის!
ნამდვილად
18:21 08-05-2019
1
უყურე შენ ამას! რა საამაყო "ბაბო" ჰყოლია ამ ჩვენს ჟორჟინიოს :)
სიმართლე
19:12 08-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული