ვინ რას აკეთებდა და რომელია დამნაშავე დივოკ ორიჯის გატანილ გოლში? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ენფილდზე" მტკივნეული მარცხი განიცადა. ეს ყველაფერი ჟორდი ალბას საშინელი თავურით დაიწყო და დივოკ ორიჯის უფრო უცნაური გოლით დასრულდა.

ლიონელ მესის უდიდესი ტალანტი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტიტულის გარეშე დარჩა.

ერნესტო ვალვერდემ კარგი წინაპირობა შეიქმნა პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ზედიზედ მეორედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მის ტაქტიკაზე დავა მთელი დღის განმავლობაში შეიძლება, ეს მაინც ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ჩაეძინათ მის ფეხბურთელებს მეოთხე გოლის დროს.

არტურო ვიდალი პერსონალურად იყვანდა ხოლმე დივოკ ორიჯის.
ჩილელის მოედნიდან გასვლის შემდეგ ბელგიელ ფორვარდს სივრცეები გამოუჩნდა.

ახლა კი, უშუალოდ შევხედოთ ჯერ გოლს და შემდეგ იმას, თუ რას აკეთებდნენ "ბარსელონას" მოედანზე მყოფი ფეხბურთელები ორიჯის გოლის დროს.

ალბა კუთხურის ალამთან ახლოს იყო, ყურადღება შაქირისკენ ჰქონდა მიმართული და არნოლდი მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა მერსისაიდელმა მოძრაობა დაიწყო.

ჟერარდ პიკე ყოველთვის პასუხისმგებელია ტერ შტეგენის წინ არსებულ სივრცეზე და სხვათა შორის, სწორედ მისი ზონიდან გავიდა გოლი.

კლემენ ლენგლე პენალტის წერტილთან ახლოს იყო, ვირჯილ ვან დაიკის მოძრაობას აკვირდებოდა.

სერხიო ბუსკეტსი პენალტის ხაზზე იდგა და ჯოელ მატიპს ელოდა.

ივან რაკიტიჩი ფაბინიოს მეთვალყურეობდა.

სერხი რობერტო, მას მერე, რაც არნოლდის ჩაწოდება დაბლოკა და ბურთი კუთხურზე გადავიდა, მოტრიალდა და საჯარიმოსკენ მიდიოდა. ერთ-ერთი კანდიდატი, ვისაც ორიჯი უნდა აეყვანა, სწორედ ის იყო. თუმცა იმ დროში, რაც ლივერპულელებს კუთხურის გასათამაშებლად დასჭირდათ, ზურგით მდგომი უსეინ ბოლტიც კი ვერ მიასწრებდა ორიჯიმდე მისვლას.

რაც შეეხება არტურს, ის საერთოდ სხვაგან იყო. როგორც ჩანს, ბრაზილიელმა არ იცოდა საკუთარი დაცვითი ფუნქციების შესახებ კუთხურის დროს. თან, ახალშემოსული გახლდათ. მოკლედ, ის საჯარიმოში იდგა და არავის მეთვალყურეობდა.

Sportall.Ge

ლუის სუარესი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც, წესით, ყველაზე კარგად უნდა დაენახა ორიჯის "საეჭვო" მოძრაობა, რადგან უკან ჩამორბოდა და მის წინ ფართო სურათი ჩანდა. თუმცა ურუგვაელმა საჯარიმოში შესვლისთანავე მოძრაობა შეანელა და მხოლოდ ხელების აღმართვით შემოიფარგლა. სუარესს ცოტა რომ ეჩქარა, იქნებ ვერც დაერტყა ორიჯის.

სემედუ ბუსკეტსის უკან იდგა თავისთვის და წესით, ისიც ხედავდა ორიგის მოძრაობას, თუმცა საქმე იმაშია, რომ მისი ზონა არ იყო ის ადგილი, სადაც ბელგიელი იდგა.

მალკომი სად იყო, კაცმა არ იცის.

მესის დაცვითი ფუნქციები კუთხურის დროს არ აქვს, ის უნდა იდგეს და დაელოდოს ბურთს შესაძლო კონტრშეტევისთვის.

ტერ შტეგენი მოედნის სულ სხვა მხარეს იყურებოდა, ბურთი კი სხვაგან იყო. თავდამსხმელი მასთან ახლოს იდგა და გერმანელი მეკარე სხვას მოუწოდებდა ყურადღებით ყოფნისაკენ.

ერნესტო ვალვერდეს შეცდომა ის არის, არტური რომ არ დაარიგა შესვლის წინ. სხვა მხრივ, მწვრთნელს ამ შემთხვევაში პასუხს ვერ მოსთხოვ.

ასე იყო თუ ისე, "ბარსელონას" ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გაერკვა სიტუაციაში, სანამ ორიჯიმ გოლი არ გაიტანა. კატალონიელებისდა სამწუხაროდ, სწორედ ამ გოლით მოიპოვა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანამ მესი იქნება მანდ არეშველებათ არაპერი დროა ცავიდეს
giorgi
10:43 10-05-2019
4
სად იყურებოდნენ
თემური
17:57 09-05-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული