ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: საოცრება! "აიაქსი"-მოურა 2:3 და "ტოტენჰემი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "აიაქსს" და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.

ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული ნახევარფინალები ვიხილეთ, რამეთუ ეს თამაშთა თამაშები და მისი უდიდებულესობა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე წარმოჩინება გახლდათ!

"ტოტენჰემი" სახლში 0:1 დამარცხების შემდეგ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერია მოსალოდნელი, რაც "ლივერპულისა" და "ბარსელონას" შეხვედრამაც დაადასტურა. "დეზების" მენეჯერმა პოჩეტინომ იხუმრა, თუ სასწაული მოხდა და ტურნირი მოვიგეთ, პენსიაზე გასვლა შემეძლებაო.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო "აიაქსის" ნახევარმცველმა ნერესმა და მწვრთნელმა ტენ ჰაგმა
სასტარტოში მის ნაცვლად დოლბერგი დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და დე ლიხტმა ნაკუთხურალ ბურთს ლორისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

"ტოტენჰემი" პირველი ტაიმის შუაწელში გამოერკვა, ორჯერ სახიფათო იერიშიც მიიტანა ონანას კარზე, მაგრამ სონმა ბურთი ძელს გაარტყა, ერიკსენის დარტყმული ბურთი კი გოლკიპერმა აიღო.

ამსტერდამულმა გუნდმა კი საპასუხოდ შეუტია. ტადიჩმა მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს, სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში ზიეშმა დალაშქრა ლონდონელთა კარი და შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყდა. მხოლოდ თითქოს.

ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე პირველი გოლის გატანის შემდეგ "აიაქსი" არასოდეს არ დამარცხებულა.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო. ალის ახლო მანძილიდან გოლის გატანა ონანამ არ დაანება, თუმცა მერე ორი გოლი გაუშვა - მოურამ დუბლი შეასრულა, 2:2 და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და "აიაქსმა" უკან არ დაიხია, მეტოქის ნახევარზე აიწია და ორჯერ ახლოს იყო კვლავ დაწინაურებასთან - ჯერ ვერტონგენმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ზიეშმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს "დეზები" მაინც გადავიდნენ შტურმზე და ლორენტემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

* * *
1-ელ ივნისს ფინალში "ლივერპული" და "ტოტენჰემი" მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდებიან. ეს ისტორიაში მეორე და 2008 წლის შემდეგ პირველი ინგლისური ფინალია - მაშინ "მანჩესტერმა" "ჩელსის" სძლია (1:1, პენ 6:5).

"ტოტენჰემი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (რაც ტურნირს სახელი გადაერქვა და ფორმატი შეიცვალა), სადაც 4 ინგლისურ გუნდს უასპარეზია: "არსენალს", "ჩელსის", "ლივერპულს" და "მანჩესტერს".

"ტოტენჰემი" უკანასკნელი 20 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ნახევარფინალში 0:2 მარცხდებოდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. მაშინ ეს "მანჩესტერმა" "იუვენტუსთან" მოახერხა (3:2), ფინალში კი "ბაიერნს" 2:1 სძლია.

ლონდონი პირველი ქალაქია, რომლის 3 გუნდი ფინალში გავიდა.

ლუკას მოურა ტურნირის ისტორიაში ნახევარფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეხუთე ფეხბურთელია.

19 წლის დე ლიხტი ასაკით ახალგაზრდებს შორის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდები გოლის გატანის მომენტში ნორდინ ვოტერი (აიაქსი, 1996), ობაფემი მარტენსი (ინტერი, 2003) და კილიან მბაპე (მონაკო, 2017) იყვნენ.

დეილი ბლინდმა ტურნირზე "აიაქსის" შემადგენლობაში 26-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით თავის მამას, დენი ბლინდს დაეწია, რომელიც ამსტერდამულ გუნდში 1986-99 წლებში თამაშობდა და 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 285 მაყურებელი
აიაქსი - ტოტენჰემი 2:3
გოლები: 1:0 დე ლიხტი (5), 2:0 ზიეში (35), 2:1 მოურა (56), 2:2 მოურა (59), 2:3 მოურა (90+6)

აიაქსი: ონანა, მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ვან დე ბეკი (მაგალიანი 90), დე იონგი, შონე (ველტმანი 62), ზიეში, ტადიჩი, დოლბერგი (სინკგრავენი 67), ტალიაფიკო

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი (ლამელა 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვანიამა (ლორენტე 46), სისოკო, როუზი (დევისი 83), ერიკსენი, ალი, მოურა, სონი

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინც იმსახურებდა ფინალში გასვლას ეს იყო აიაქსი და ბარსა! რის ლივერპული და ტოტენჰემი. ძალიან შემეცოდა აიაქსის მებრძოლი ბიჭები, ნამდვილად არ იმსახურებდნენ წაგებას. ფორტუნას რა ვუთხარი, თორემ სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. ფუ ასეთი ფინალი.
?????
09 მაისი 2019 11:25
9
აბა რამდენი ნეტარ მორწმუნეა ამ საიტზე და რამდენს სჯერავს რომ ბარსელონამ ნახევარ ლივერპულთან (სალაჰის და ფირმინიოს გარეშე ლივერპული ნახევარი გუნდია) 4-0 წააგო ჩაწყობის გარეშე და გუშინ კიდე აიაქსმა ნახევარ ტაიმში 3 გოლი გაუშვა სახლში და ფინალში ვერ გავიდა)))
levani
09 მაისი 2019 11:23
12
აბა რა ეგონა აიაქს რეალთან და იუვენტუსთან რომ თამაშს ჩაუწყობენ და ნახევარფინალში გაიყვანენ სამაგიეროს გადახდასაც მოსთხოვდნენ
simartle
09 მაისი 2019 11:15
8
ეს ორი ნახევარფინალური თამაში გულისამრევი კლოუნადა იყო. ფეხბურთი დიდი ფულის მომტანი შოუა მას სპორტთან საერთო აღარაფერი აქვს
gio
09 მაისი 2019 11:11
6
1000% ანი ხარ, ფეხბურტი კარგა ხანი ქეა რო გაფარჩაკდა, სადაა თქვენი მოსაგები ფული
rezi
09 მაისი 2019 17:43
1
ძალიან მაგარია ფეხბურთი....ჩაწყობილი თამაშებუის და ტოტალიზატორის მრევლს შეუძლიათ დატკბნენ გოლების გატანისას რა სირთულეები იტო და როგორ ახერხებენ ფეხბურთელები ჰოლივუდელებზე უკეთესად ემოციების გადმოცემას..:)))))))))))))))))
საბა
09 მაისი 2019 10:01
15
სადაც არის ფული ბევრი იქ მიიწევს გული ჩემი.
გიოშა
09 მაისი 2019 08:48
9
დემეს, ნუ ნერვიულობ სწორად ვიცი უბრალოდ კლავიატურა არ მიწყობს ხელს.
a.a.
09 მაისი 2019 02:12
1
ამათი თამაში ფეხბურთი კი არა ტინგიცობაა.
sdfffff
09 მაისი 2019 01:58
26
ფეხბურთს უყურე?
დავით 67
09 მაისი 2019 07:53
2
დე ლიხტის ორმა შეცდომამ და ონანას ბღლარძუნმა დაღუპა აიაქსი. ტოტენჰემს კი ეკუთვნოდა ისე, როგორც ლივერპულს. ევროპა ლიგაზე ჩელსი-არსენალი იქნება და დარჩათ სეზონი ინგლისელებს
:))))
09 მაისი 2019 01:51
7
ჩემპიონთა ლიგაზე კი მეხუთე გუნდია ტოტენჰემი ფინალში (1992 წლიდან) მაგრამ ჩემპიონთა თასსზე ლიდსი იყო ფინალში. ასევე ასტონ ვილამ მოიგო 81-ში და ნოტინგემმა ორჯერ ზედიზედ მოიგო,
მგონი 79 და 80-ში
მერვეა ინგლისიდან ტოტენჰემი
09 მაისი 2019 01:51
2

სიახლეები პოპულარული