უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ერიკ ტენ ჰაგი: ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა - ფინალში გასვლას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, "აიაქსი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, მისმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კი წაგება დაუმსახურებლად მიიჩნია.

"მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ეს ჩვენთვის პრობლემა გახდა. თუმცა 2:2-ზე თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებიც გვქონდა.

ტემპის დაგდებას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით და კომპენსირებულ დროში გოლი გავუშვით. დღეს და ხვალ ამას ვერ ავხსნით.

თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ.

რაც დღეს გადავიტანეთ, ეს ფეხბურთის დაუნდობელი მხარეა. ჩვენ იმდენად ახლოს ვიყავით მიზანთან. ფეხბურთელებს ეს ესმით.

ფინალში გასვლას
ვიმსახურებდით. კონტრშეტევებზე ძალიან კარგად არ ვმოქმედებდით. ძელსგარტყმული ბურთის ნაცვლად გოლი რომ გაგვეტანა, ფინალში ვიქნებოდით", - ციტირებს ტენ ჰაგს უეფას საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ