უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"აიაქსისა" და "ბარსელონას" ლეგენდა პატრიკ კლუივერტი: ორი გამანადგურებელი ღამე გადავიტანე

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პატრიკ კლუივერტმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე ისაუბრა.

კლუივერტი "აიაქსისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო და რა თქმა უნდა, თავისი ყოფილი გუნდების დამარცხებამ გული დაწყვიტა.

"ორი გამანადგურებელი ღამე, "ბარსელონას" და "აიაქსის" წაგება. ეს გუნდები მუდამ ჩემს გულშია და მინდა, მათ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო ფანტასტიკური თამაშისთვის და ინდივიდუალური ოსტატობისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამსტერდამელებს", - წერს კლუივერტი "ტვიტერზე".

ასევე დაგაინტერესებთ