გინება და შეურაცხყოფა - ფანებსა და მესის შორის კონფლიქტი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსელონას" გულშემატკივრები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც აეროპორტში ლიონელ მესი შენიშნეს, წაგებაში მისი დადანაშაულება დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ, გინებასა და შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ.

ბოლოს ვერც მესიმ შეიკავა ემოციები და მის შეურაცხმყოფელ გულშემატკივრებს ჰკითხა: "რა პრობლემა გაქვთ? მე რამე დავაშავე?"

ამას დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც მესის პირადი მენეჯერი პეპე კოსტა ჩაერია და მესი კონფლიქტის არიდან გაიყვანა.

გულშემატკივრების ნაწილი განაგრძობდა მის შეურაცხყოფას, ხოლო მეორე ჯგუფმა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი აპლოდისმენტებით გააცილა.

შეგახსენებთ, შინ გამარჯვების
(3:0) შემდეგ, "ბარსელონა" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად 0:4 დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველგან არის შეუგნებელი,ესეთი ცოტაც ჩანს, თუმცა მთავრია ტაშით გააცილეს.
ირაკლი
10 მაისი 2019 21:59
3
ვიდოე ხომ ძალიან მაგარი დევს, ქართული კი ნაქებარი. სირცხვილი არ გაქვთ რა არის "კონფლიქტის არიდან"?
niko
10 მაისი 2019 15:29
1
ფაფარი აკლია
ზურა
12 მაისი 2019 20:19
4

სიახლეები პოპულარული