გინება და შეურაცხყოფა - ფანებსა და მესის შორის კონფლიქტი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსელონას" გულშემატკივრები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც აეროპორტში ლიონელ მესი შენიშნეს, წაგებაში მისი დადანაშაულება დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ, გინებასა და შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ.

ბოლოს ვერც მესიმ შეიკავა ემოციები და მის შეურაცხმყოფელ გულშემატკივრებს ჰკითხა: "რა პრობლემა გაქვთ? მე რამე დავაშავე?"

ამას დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც მესის პირადი მენეჯერი პეპე კოსტა ჩაერია და მესი კონფლიქტის არიდან გაიყვანა.

გულშემატკივრების ნაწილი განაგრძობდა მის შეურაცხყოფას, ხოლო მეორე ჯგუფმა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი აპლოდისმენტებით გააცილა.

შეგახსენებთ, შინ გამარჯვების
(3:0) შემდეგ, "ბარსელონა" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად 0:4 დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ასეთი ფანებიარიან დაუნახავები :)) რამდენჯერღა უნდა აიღოს მესიმ თამაში საკუთარ თავზეისიც ადამიანია :)) ვინც საგინებელი იყო ის გაეცილებინათ მასე რაიყო ალბას თამაში ან რაკიტიჩის ან საერთოდ ვალვერდეს ტაქტიკა ხომ ტაქტიკა არ არის რა მესის ბრალია ეს წაგება?! წინა თამაში ლივერპულთან 3:0 რომმოიგეს სწორედ მესის დამსახურებაა და მეორე თამაშში კიდე არ ცდილობდნენ თამაშის მოგებას და გამწვავებას თვითონ ფეხბურთელები მაგ ალბას შეეძლო გაეტანა და დაემთავრებინა ყველაფერი მაგრამ არა მესის უკეთებს პასს რომელიც არ იყო უკეთეს პოზიციაზე ეს იყო სრული სიგიჟე რადგან ისევდაისევ მესის იმედზე იყო ან როგორი გადაცემა გაუკეთა მესიმ კოუტინიოს და სუარესს გაეტანათ რაუშლიდათ ეხლა :(( არაფერი. ვეთანხმები ბრაზილიელ რონალდოს რომელმაც თქვა რომ ბარსას მოგება მესის დამსახურებაა და წაგება ვალვერდესი :)) ამიტომ ამმარცხში მესის ნუ დაადანაშაულებთ ყველას ბრალია ერთად განსაკუთრებით ვალვერდესი:(( რომელიც არ მიმაჩნია ბარსას დონის მწვრთნელად
T.k
10 მაისი 2019 12:51
5
გია1 რომელიმე ქართველს თუ გულშემატკივრობ ასე?
roma
10 მაისი 2019 12:42
4
poma-s ძალიან ბევრს, ჩაკვეტაძეს განსაკუთრებით! წარმატებას ვუსურვებ და მალე გამოჯამრთელებას.
გია1
10 მაისი 2019 12:59
0
ლეო შენს ფრჩხილადაც არ ღიან ესეთი ვითომ ფანები. როცა ლეო ბრწყინავს: მეესი, მეესი, მეესი, მეესი სკანდირება, და როცა არ გამოსდით ასეთი შეურაცყოფა????? ფუი თქვენნაირ, აფერისტ ვითომ "ქომაგებს'. ლეო შენ ნამდვილ გულშემატკივრებს უყვარხარ და გაფასებენ. არ მიაქციო ასეთ ნაგვებს ყურადღება. არგენტინამ წააგო ლეოა დამნაშავე, ბარსა აგებს ისევ ლეოა დამნაშავე, ასეთების ლოგიკაა რას ვიზამთ. ალბათ მსოფლიო ომი, რომ ატყდეს ამასაც მესის დააბრალებენ. ვაი თქვენს პატრონს ვინც ასე ფიქრობთ. ასეთი ოქროს ფეხბურთელი გყავდეთ და ასე ექცეოდეთ? თავში ტვინი გაქვთ? ლეოს ვუსურვებთ გაძლიერებას. მესი გვიყვარხარ!
გია1
10 მაისი 2019 12:16
21
t.k-ს დიდი მადლობა. ოღონდ გთხოვთ, უბრალოდ გია1-ი მომმართოთ, რაღაც ახალგაზრდას არ შემეფერება.
გია1
10 მაისი 2019 14:09
7
გიერთდებით ბატონო გია
T.k
10 მაისი 2019 12:52
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული