რონალდო: როდესაც "ბარსელონა" აგებს, ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, როდესაც იგებს - მესის დამსახურება

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობის დროს პასუხისმგებლობა მთელმა გუნდმა გაინაწილოს, ერნესტო ვალვერდესა და ფილიპე კოუტინიოს ყველაზე მეტი კრიტიკა ერგებათ.

"ბარსელონას" დიდებული გუნდი ჰყავს და მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. ბევრისგან მესმის, რომ როდესაც ისინი აგებენ, ეს ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, მაგრამ არა მესის.

ხოლო, როდესაც იმარჯვებენ, ეს მხოლოდ არგენტინელის დამსახურებაა. ეს სხვა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც "ბარსელონაში" 1996-97 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 0:4
დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (3:4) ტურნირს გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხო ბარსა4-0 განადგურდა და კიდე მესის აქებთ?არ შეუძლია ამ კაცს ტიტულების მოგება და თავი დაანებეთ.ვინ არ უყიდეს ბარსაში,მგონი მილიარდი აქვთ დახარჯული ტრანსფერებში და შედეგი ნული.კიჭამ იაპონიის მსოფლიოზე 8 ბურთი გაიტანა მათ შორის 2 ფინალში და მესისთან რას მივა.კრიშტიანომ 3ჯერ ზედიზედ რეალს ჩ.ლ. მოაგიბინა , 15-15 ბურთი გაქონდა,ხოლო ნაკრებს ევროპა მოაგებინა, თან სამჯერ ზედიზედ ოქროს ბურთი მისცეს,მაგრამ ჩემი მესი ყველაზე მაგარია.ხმას რა ნამუსით იღებთ.
სირცხვილია
11 მაისი 2019 11:08
19
სირცხვილო! ჩვენ, რომ გვამუნათებ დაანებეთ თავიო, საინტერესოა შენნაირები რატომ არ ანებებთ თავს მესის? წადით ძმაო და სხვა გუნდში მონახეთ ვინმე სხვა ფეხბურთელი თქვენი დონის და იმაზე იკაეფეთ. მესის კი მართლა შეეშვით. არ ხართ თქვენ მესის დონეები.
koba
11 მაისი 2019 16:56
6
სირცხვილი შენი კომენტარია. თუ ასეთი ცუდია მესი, როგორც თქვენ აბრახუნებთ ისმის კითხვა რატომ არ ეშვებით?
srcxvili Sen
11 მაისი 2019 15:52
5
მესისტებო, ერთხელ მაინც არ გინახავთ ფენომენის თამაში? რას იბოღმებით მესი თამაშობს მარტო ფეხბურთს და დანარჩენ სუპერვარსკვლავებს არაფერი შეუქმნიათ ხომ? რა თქვა ტყუილი? წაგება ბარსაში მისი ბრალი არასდროს არის, ხოლო ნაკრებში როცა მოუწია გაზიარება წაგებული ფინალის, გაიბუტა და გამოიქცა. არადა მართალია, ბარსა მასზეა აწყობილი და ძალიან დამოკიდებული, შესაბამისად მისი უნიათობა მთლიანად აჩერებს გუნდს. ასე დაემართა შარშანაც და 6 წლის წინ ბაიერნთან.
???
11 მაისი 2019 03:06
11
ჯერ ესეთი რა შუაშია დაბოღმვა. თქვენ თვითონ გვიწვევთ , რომ გიპასუხოთ. ვისაც არ გევასებათ მესი, პირდაპირ რიგში დგახარათ, აბა ვინ უფრო გააკრიტიკებს ლეოს. რასაც მესი აკეთებს გუნდში თითქმის მისი დამსახურებაა მოგებული თამაშების უმეტესობა! დანარჩენ გუნდის წევრებსაც არ ვუკარგავთ შრომას. და კიდევ თქვენი ასეთი "აგდებული" დამოკიდებულება მესის მიმართ არის, ჩვენთვის მისი ქომაგებიშთვის შეურაცმყოფელი. თქვენ არ მოგწონთ არა? თქვენი "ფენომენის" მისამართით კრიტიკა არა? აი ასეა ჩვენთვისაც როცა მესის დაუმსახურებლად ეხებით! შეეშვით მესის და შეგეშვით ჩვენც, სხვანაირად არ გამოვა.
koba
11 მაისი 2019 09:25
7
ისე, ვერც შენ გაგიგია რონალდოს ნათქვამი კარგად.
ირაკლი
11 მაისი 2019 08:35
0
ვაა კიჭა? პელემ ხომ არ გამოგზავნა? თუ ნარკომანმა გირჩელმა დიეგომ? წადი ძმაო გახდი, არ გირჩევნია?
10
10 მაისი 2019 17:31
36
10-ს ამ სტრესის მერე პირველად გამეცინა, შენს კომენტარზე.
vaxo
10 მაისი 2019 17:41
1
მესი რომ დღეს ფეხბურთის მეფეა, ამაზე არ ვიდაოთ, მაგრამ გადაახვიეთ და დააკვირდით მესის მეოთხე გოლის შემდგ, სად დგას და როგორ მოძრაობს, საერთოდ არ ითხოვს ბურთს, ოდნავაც არ ამოდის, მუდმივად დგას საჯარიმოს მისადგომებთან, იქ, სადაც ფაქტიურად ბურთს ვერ მიიღებ, ერთი ამოსვლაც არ გააკეთა, ეს მაშინ, როცა მისი ნებისმიერი ბურთთან შეხება დიდ სივრცებს აჩენდა, ერთი-ორჯერ მოითხოვა ბურთი და არ მისცეს პასი, ამაზე განაწყენდა თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბურთის მისაღებად არ ამოსულა ბოლო ათი წუთი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბარსელონას მისი აქტიურობა, რაღაც პატარა ბავშვივითაა, რომ არ იცი რაზე ბრაზდება, ეგეთი რამეები მას ხშირად მოსდის. მესი მაგარია, მაგრამ როგორც პიროვნება სუსტია. ეს ჩემი აზრია და არაა სავალდებულო, რომ დამეთანხმოთ, მაგრამ გადაახვიეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.
bavaria
10 მაისი 2019 14:35
2
შენღა გვაკლდი, შე გასიებულო.
10
10 მაისი 2019 13:57
29
ორი-სამი კი არა ერთი მოგვცეს ღმერთმა...ისე მის ნახევარზეც თანახმა ვარ:)))
emigranti
11 მაისი 2019 02:03
1
დათო ნეტავ რა ჩემს ფეხებად გინდათ ეს თავგასიებული კიჭა ნაკრებში, ირბენს თუ იძუნძულებს.
mikvirs ukve
10 მაისი 2019 17:00
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული