უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რონალდო: როდესაც "ბარსელონა" აგებს, ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, როდესაც იგებს - მესის დამსახურება

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობის დროს პასუხისმგებლობა მთელმა გუნდმა გაინაწილოს, ერნესტო ვალვერდესა და ფილიპე კოუტინიოს ყველაზე მეტი კრიტიკა ერგებათ.

"ბარსელონას" დიდებული გუნდი ჰყავს და მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. ბევრისგან მესმის, რომ როდესაც ისინი აგებენ, ეს ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, მაგრამ არა მესის.

ხოლო, როდესაც იმარჯვებენ, ეს მხოლოდ არგენტინელის დამსახურებაა. ეს სხვა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც "ბარსელონაში" 1996-97 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 0:4
დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (3:4) ტურნირს გამოეთიშა.