"ფინალზე დასასწრებად ბანკსაც გავძარცვავ" - "ტოტენჰემის" ფანი ცოლს ბოდიშს უხდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტოტენჰემის" ფანმა "აიაქსის" დამარცხების შემდეგ Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში ცოლს ბოდიში მოუხადა.

"წინასწარ გიხდი ბოდიშს იმის გამო, რაც ჩემს საბანკო ანგარიშს დაემართება. ასეთი შანსი მომეცა 60 წლის ასაკში - ცხოვრებაში პირველად, ჩემი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამიტომ ჩემთვის სულერთია, თუ საჭირო გახდა, ბანკის გასაძარცვადაც მზად ვარ" - განაცხადა "ტოტენჰემის" ერთგულმა გულშემატკივარმა.

შეგახსენებთ, "ტოტენჰემმა" ფინალში გასვლა ლუკას მოურას ჰეთ-თრიკით მოახერხა. ბოლო, მე-3 გოლი ბრაზილიელმა 90+6-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ფინალი კი მადრიდში გაიმართება.
შეხვედრას 1-ელ ივნისს "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიბერტი არა ოგონდ, პენსიააკვს ხალხს ასაგები.
Kote
15:22 11-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული