უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პრიმერას პრეზიდენტი: ეს ჩემპიონთა ლიგა აღარ იქნება - იქ ერთი და იგივე 32 გუნდი ითამაშებს

AutoSharing Option
პრიმერას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და ამას ასე აყალიბებს.

"მე ამ პროექტის გამო ვნერვიულობ, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება. ისინი ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე საუბრობენ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ტურნირი იქნება. მასში ყოველი ლიგიდან 4 ან ნაკლები გუნდი აღარ მიიღებს მონაწილეობას. ისინი ისე გააკეთებენ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე 32 გუნდი ითამაშებს.

ევროპაში 10 კლუბი დომინირებს და მათ შორის "ბარსელონა" და "რეალია". დანარჩენების დონე უფრო დაბალია. უეფა სუპერლიგას ვერ შექმნის და ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ, რომ ამის გაკეთება
შეუძლებელია. ამ სტრატეგიაზე ვმუშაობთ და ამის გაკეთება პოლიტიკოსებსაც მოუწევთ.

ფული ყველა კლუბზე ნაკლებად გადანაწილდება. მთელ თანხას ჩემპიონთა ლიგის გუნდები მიიღებენ. რამდენიმე წელიწადში ფინანსური სხვაობა კლუბებს შორის უზარმაზარი გახდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთელთა ხელფასები შემცირდება", - ციტირებს ტებასს AS-ი.