"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვებენ?

AutoSharing Option
უეფას ფინანსური კონტროლის საგამოძიებო პალატამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე არ დაუშვას. New York Times-ის ცნობით, ამის მიზეზი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაა.

პალატის ხელმძღვანელი ტურნირიდან "ქალაქელთა" ერთი სეზონით მოკვეთას მოითხოვს. ეჭვობენ, რომ ინგლისურმა კლუბმა 2014 წლის ფინანსურ  მონაცემებზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და დამალა სპონსორთა კონტრაქტების რეალური შემოსავალი.

მაშინ "სიტი" 49 მილიონი ფუნტით დააჯარიმეს. მანჩესტერული კლუბი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული