უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სადიო მანე: ბევრი ფიქრი არაა საჭირო, უნდა გავიმარჯვოთ - დიადი მიზნის ასრულება გველის

AutoSharing Option
"ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთი წლის წინ ვითამაშეთ და გამოცდილება გვაქვს. მაშინ არ გაგვიმართლა და თანაც, "რეალი" ძალიან ძლიერი იყო. ახლა მაქსიმალურად პოზიტიურად ვართ განწყობილნი. დიადი მიზნის ასრულება გველის.

ჩვენც და "ტოტენჰემსაც" ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობები გვყავს. ამასთან, გამოცდილებაც არ გვაკლია. მრავალ მატჩებში მივიღეთ მონაწილეობა.

აქ ძალიან ბევრი ფიქრი არაა საჭირო, უნდა გავიდეთ მოედანზე და გავიმარჯვოთ", - განუცხადა მანემ უეფას საიტს.

ასევე დაგაინტერესებთ