პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰაკეტმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" კარში პენალტი ობიექტურად დაინიშნა.

"სისოკომ ხელების გაშლით სხეულის მოცულობა გაზარდა. ეს მიზანმიმართული მოქმედებაა, რათა საკუთარი სხეული სილუეტზე დიდი გახადოს.

ეს მოქმედება ბურთის ჩასაჭრელადაა მიმართული. შესაბამისად, ხელით თამაში და პენალტია.

მთელი სეზონის მანძილზე უეფას მსაჯები ამისათვის გუნდებს სჯიდნენ. მცველი, რომელიც ხელს სწევს, სხეულს ზრდის და თერთმეტმეტრიანი ინიშნება.

VAR-ის მსაჯები სკომინას გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ", - წერს ჰაკეტი ტვიტერზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იყო პენალტი და დაიდო,წესი წესია მეგობრებო დამეთანხმეთ.
რაც შეეხება ერთმა დადო-მეორემ არაო.ფეხბუთია ა მასეთი მომენტებიც ალამაზებს,მე ზოგადად VAR წინააღმდეგი ვარ.ერთადერთი ვემხრობი გოლის გატანისას,გადაკვეთა თუ არა ხაზი ბოლომდე-საჭიროა!!!
გულშემატკივარი
22:45 02-06-2019
0
ხალხო,ადამიანებო აქ სამართლიანობაზეა საუბარი და მორჩა,თუ საჯარიმოში ხელით თამაში პენალტით ისჯება,მაშინ ორაზროვნად რატომ მოქმედებენ მსაჯები,ერთ შემთხვევაში ნიშნავენ და მეორე შემთხვევაში არა, მაშინ ყველა შემთხვევაში დაიდოს პენალტი,როცა ხელით თამაში ფიქსირდება,ხელი მიბჯენილია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს,ხელი ხელია და მეორეც რატომ ეს სასჯელ მოხდილი კაცი დანიშნეს რეფერად თანაც ფინალში,მსაჯს რომელსაც აკრძალული ჰქონდა უმაღლესი დონის მატჩების მსაჯობა,წარმოგიდგენიათ,ეს ფაქტიც კითხვის ნიშნებს არ ბადებს? მე არც ტოტენჰემის გუშემატკივარი ვარ და არც ლივერპულის,მეტიც ცოტა ლივერპული მესიმპათიურება,იმიტომ,რომ ის ცოტათი უკეთესია ტოტენჰემზე,მაგრამ ვაფიქსირებ მომხრე ვარ სამართლიანობის,მე ვთლი,რომ პენალტი დაინიშნა უსამართლოდ და ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა,როგორც მატჩის ანგარიშზე,ასევე დიდი გავლენა იქონია მატჩის ხარისხზე,ამით ყველა ჭეშმარიტი ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი,პირველ რიგში,დავზარალდით.
roma
17:16 02-06-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული