უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა კიტ ჰაკეტმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ტოტენჰემის" კარში პენალტი ობიექტურად დაინიშნა.

"სისოკომ ხელების გაშლით სხეულის მოცულობა გაზარდა. ეს მიზანმიმართული მოქმედებაა, რათა საკუთარი სხეული სილუეტზე დიდი გახადოს.

ეს მოქმედება ბურთის ჩასაჭრელადაა მიმართული. შესაბამისად, ხელით თამაში და პენალტია.

მთელი სეზონის მანძილზე უეფას მსაჯები ამისათვის გუნდებს სჯიდნენ. მცველი, რომელიც ხელს სწევს, სხეულს ზრდის და თერთმეტმეტრიანი ინიშნება.

VAR-ის მსაჯები სკომინას გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ", - წერს ჰაკეტი ტვიტერზე.