ვირჯილ ვან დეიკი: ოქროს ბურთს მესი იმსახურებს, მაგრამ თუ მოვიგებ, ავიღებ

AutoSharing Option
1-ელ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემის" დამარცხების (2:0) შემდეგ "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ვირჯილ ვან დეიკმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მას ოქროს ბურთის შესახებაც ჰკითხეს, რომელსაც, ბევრის აზრით სწორედ ჰოლანდიელი იმსახურებს.

"ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს, ამიტომ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ თუ მე მოვიგებ, აუცილებლად ავიღებ. ყველაზე მეტად ამ პრიზს მესი იმსახურებს. ის საუკეთესოა, არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ითამაშა თუ არა", - განაცხადა ვირჯილ ვან დეიკმა.

აღსანიშნავია, რომ ის პრემიერლიგის
აწ უკვე დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

altჩემპიონთა ლიგა. ფინალი: იურგენ კლოპის მესამე და სამართალი - "ლივერპულმა" გაიმარჯვა [VIDEO]

altიურგენ კლოპი: ნამატჩევს 20 წუთში ნახევრად მთვრალი ვარ, ახლა კი მხოლოდ წყალი დავლიე

altმაურისიო პოჩეტინიო: მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოქროს ბურთს ტიტულების გარეშე არ იძლევიან.შარშან მოდრიჩს ჩ.ლ.-ის მოგებისთვის და ნაკრების ფინალში გასვლისთვის მისცეს.წელს ოქროს ბურთი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის და თავმდაბალი ბიჭის ვან დეიკის არის,რომელმაც მესის ბარსას განადგურებაში უდიდესი როლი შეასრულა.ტიტულების მოგების თავი არა აქვს და ოქროს ბურთი კი უნდა.
ამაშია საქმე
12:43 02-06-2019
22
ვან დეიკი არა ჩემი დიშლა. მესის ოქროს ბურთი!
luka
12:27 02-06-2019
29
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული