ვირჯილ ვან დეიკი: ოქროს ბურთს მესი იმსახურებს, მაგრამ თუ მოვიგებ, ავიღებ

AutoSharing Option
1-ელ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემის" დამარცხების (2:0) შემდეგ "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ვირჯილ ვან დეიკმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მას ოქროს ბურთის შესახებაც ჰკითხეს, რომელსაც, ბევრის აზრით სწორედ ჰოლანდიელი იმსახურებს.

"ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს, ამიტომ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ თუ მე მოვიგებ, აუცილებლად ავიღებ. ყველაზე მეტად ამ პრიზს მესი იმსახურებს. ის საუკეთესოა, არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ითამაშა თუ არა", - განაცხადა ვირჯილ ვან დეიკმა.

აღსანიშნავია, რომ ის პრემიერლიგის
აწ უკვე დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

altჩემპიონთა ლიგა. ფინალი: იურგენ კლოპის მესამე და სამართალი - "ლივერპულმა" გაიმარჯვა [VIDEO]

altიურგენ კლოპი: ნამატჩევს 20 წუთში ნახევრად მთვრალი ვარ, ახლა კი მხოლოდ წყალი დავლიე

altმაურისიო პოჩეტინიო: მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოქროს ბურთს ტიტულების გარეშე არ იძლევიან.შარშან მოდრიჩს ჩ.ლ.-ის მოგებისთვის და ნაკრების ფინალში გასვლისთვის მისცეს.წელს ოქროს ბურთი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის და თავმდაბალი ბიჭის ვან დეიკის არის,რომელმაც მესის ბარსას განადგურებაში უდიდესი როლი შეასრულა.ტიტულების მოგების თავი არა აქვს და ოქროს ბურთი კი უნდა.
ამაშია საქმე
02 ივნისი 2019 12:43
22
ამაშია საქმეს ს. ოღონდ მესიმ არ აიღოს ოქროს ბურთი და ვან დეიკი კი არა, ეშმაკსაც დაუჭერ მხარს, ისეთი ტიპშა ხარ. ძაან იცოდი რა? ვან დეიკი ვინ იყო არა? გინდა გითხრა მესის რატომ ვერ იტან? იმიტომ, რომ მარადონაზე წინ არის ადამიანობით და ფეხბურთელობით, და ეგ გაცოფებს შენ.
koba
03 ივნისი 2019 11:12
3
სულელო ამაშია საქმე შენ უკვე მაგრად გარეკე ეჰეეეეეე????
10
02 ივნისი 2019 13:07
9
ვან დეიკი არა ჩემი დიშლა. მესის ოქროს ბურთი!
luka
02 ივნისი 2019 12:27
29
გაუმარჯოს მესის ! !! რაც არუნდა ცუდი ცეროტ ფაკტი ჯიუტია , მიუხედავატ იმისა ლივერპულტან ტამასი ჩააგდო , მაინც პირველია . მეორე ნომერი არის ტრამვირებული მესი . მესამე ნომერი იკნება ვეტერანი მესი . მეოტხე დაბერებული მესი . მეხუტე კრისტიანო რონალდო ან ლუკას მოურა...
Kote
02 ივნისი 2019 12:11
15
კოტე შენი კომენტარიდან შინაარსი ვერ გავიგეთ. ცოტა გაგვიშალე შინაარსი.
!!!!!
02 ივნისი 2019 12:29
2
ნამდვილად მესი იმსახურებს! ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია, ესპანეთის შემპიონია, ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელია, კიდევ 6-ი ოქროს ბუცის მფლობელია. თუ ეს ავად სახსენებელი ჩ.ლ- ის თასი ვერ აწია, ამის გამო ოქროს ბურთის არ მიცემა ეს იქნება დაუმსახურებლად ისევ და ისევ "მოდრიჩობა".
გოჩა
02 ივნისი 2019 11:40
13

სიახლეები პოპულარული