უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
გუშინ ღამით "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემი" დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში მე-6-დ მოიგო. თუმცა, ამ გამარჯვების გარდა მერსისაიდულმა კლუბმა რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული თანხის მიხედვით. "ლივერპულმა" უკვე 113,45 მილიონი ევრო გაინაღდა  და სუპერთასის მოგების შემთხვევაში 1 მილიონს კიდევ მიიღებს. აქამდე ყველაზე მეტი თანხა "იუვენტუსს" ჰქონდა გამომუშავებული. 2017 წელს იტალიელებმა 109 მილიონი ევრო მიიღეს.

ჯგუფურ ეტაპზე "წითლებმა" 32,85 მილიონი ევრო გამოიმუშავეს - 15,25 მლნ მონაწილეობისთვის, 8.1 მლნ ჯგუფში 3 მოგებისათვის და 9.5 მლნ 1/8 ფინალში გასვლისთვის.

ფინალისკენ
მიმავალ გზაზე "ლივერპულმა" კიდევ 37,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა - 10,5 მლნ მე-4 ფინალში გასვლისთვის, 12 მლნ ნახევარფინალში გასვლისთვის და კიდევ 15 მლნ ფინალში ასპარეზობისთვის.

ფინალში გამარჯვების სანაცვლოდ ჩრდილოელებმა კიდევ 4 მილიონი ევრო მიიღეს. უეფას სუპერთასში მონაწილეობის მიღებისთვის ისინი დამატებით 3.5 მილიონს გამოიმუშავებენ, გამარჯვების შემთხვევაში 1 მლნ დაემატებათ.

ისტორიული ბონუსის(ეს კრიტერიუმი უეფამ წელს შემოიღო და მასში ითვლება უკანასკნელ 10 სეზონში მიღწეული შედეგები)  სახით "ლივერპულს" 23 მილიონი ევრო ჩაერიცხება ანგარიშზე.

ტელე მარკეტინგის სექციიდან, ანუ Market Pool - დან 12,6  მილიონი ევრო შეხვდებათ წილად ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორებს.

ამ თანხების ჯამი 113,45 მილიონ ევროს შეადგენს. საფეხბურთო კაპიტალის ზრდის თანამედროვე ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ეს მაჩვენებელი მხოლოდ შემდეგ სეზონამდე დარჩეს რეკორდად.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

На групповом этапе «Ливерпуль» заработал 32,85 млн евро (15,25 просто за участие, 8,1 млн за три победы и еще бонус 9,5 млн за выход в 1/8 финала). • По пути в финал «Ливерпуль» получил еще 37,5 млн евро (10,5 млн за выход в 1/4, 12 – за 1/2 и еще 15 за выход в финал).
• За победу в финале «Ливерпуль» получил еще 4 млн.
• Плюс: как участнику матча за Суперкубок УЕФА клубу положено еще 3,5 млн. В случае победы этот бонус увеличится до 4,5 млн.
• Исторический бонус «Ливерпуля» (нововведение УЕФА, впервые начисляется в этом сезоне, считается по результатам еврокубках в 10 последних сезонах) – 23 млн евро.
• Из так называемого Market Pool «Ливерпуль» получит, по данным Daily Mail, 12,6 млн евро. Маркетинговый пул – это 292 млн евро, они делятся между клубами в зависимости от ценности ТВ-рынка страны, которую они представляют. Четкая схема не уточняется, но критерии такие: количество матчей в ЛЧ, количество клубов из одной страны, место клуба в национальном чемпионате, результаты в ЛЧ.
Итог: 113,45 млн евро.
• Сумма из Market Pool еще не подтверждена официально. Но если все так, то «Ливерпуль» получит рекордные призовые в истории ЛЧ. В 2017-м «Юве» заработал 109 млн евро.
ტეგები: