უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სამი პენალტი და "აიაქსმა" "პაოკი" დაამარცხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტმა "აიაქსმა" ამ ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "პაოკს" სძლია.

პირველი მატჩი სალონიკში 2:2 დასრულდა, ამსტერდამში კი მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა მსაჯმა კრეიგ პოუსონმა სტუმართა კარში სამი პენალტი დანიშნა. სამივე მასპინძელთა გუნდის ახალმა კაპიტანმა დუშან ტადიჩმა შეასრულა. პირველი მეკარემ აუღო, დანარჩენი ორი კი გამოიყენა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - პაოკი 3:2
გოლები: 0:1 ბისევარი (23), 1:1 ტადიჩი (43, პენ), 2:1 ტალიაფიკო (79), 3:1 ტადიჩი (84, პენ), 3:2 ბისევარი (90+4)
გამოუყენებელი პენალტი:
ტადიჩი (32)
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ