ჟორჟინიო ვეინალდუმი: ლიგის ფინალის წინ კლოპმა ეს გააკეთა...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა eurosport-თან საუბრისას გაიხსენა, თუ რა გააკეთა იურგენ კლოპმა 2018 წელს "რეალის" წინააღმდეგ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

"თამაშამდე ბოლო დარიგებების მოსაცემად გასახდელში შემოვიდა. უცნაურად გამოიყურებოდა, შორტებზე პერანგი ეცვა. შევამჩნიეთ, რომ შორტებზე რაღაც სიმბოლო იყო. შემდეგ პერანგი შორტებში ჩაიკეცა და დავინახეთ, რომ კრიშტიანო რონალდოს შორტები ეცვა. როცა პერანგი კარგად გაისწორა და ლაპარაკი დაიწყო, გასახდელში მყოფი ყველა ადამიანი იატაკზე ვიწექით და ვხარხარებდით. ამან თამაშის წინ ნერვიულობის ტემპერატურა დააგდო. როგორც წესი, ასეთ დროს ყველა სერიოზული და მობილიზებულია, ის
კი ჩვეულებრივად იყო და ხუმრობდა", - განაცხადა "ლივერპულის" ნახევარმცველმა.

აღნიშნულ ფინალში "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა. ინგლისელებმა პირველ ტაიმში გუნდის ლიდერი - მოჰამედ სალაჰი დაკარგეს, ხოლო კლუბის მეკარე ლორის კარიუსმა 2 უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე მაგარი კაცია)) :D
Tbiliseli
14 აგვისტო 2019 17:13
0
სახალისო ისტორიაა,მაგრამ როცა კარიუსის ორ უპატიებელ შეცდომაზე ლაპარაკობთ,ალბათ ისიც უნდა აღნიშნოთ,რომ ის ტვინის შერყევით თამაშობდა და ეს შეცდომები,ამისი ბრალი იყო.რეალის ეს გამარჯვება,ალბათ ჩემპიონთა თასის ფინალებში,ყველაზე უღირსი გზებით მიღწეული გამარჯვება იყო
სოსო
14 აგვისტო 2019 13:55
14
აბა რამოსის თამაში რაინდობა იყო?ან ბარსელონა რა შუაშია?რეალს არაფერში სჭირდებოდა მაგ ხალხის დამტვრევა,ისედაც შეეეძლო გამარჯვება.ფინალმა ხიბლი დაკარგა.არადა შეიძლებოდა ისტორიული თამაში გამოსულიყო დადებითი კუთხით.შენ სჯობია იმაზე დაწერო,ტორპედოში რა ხდება.ჩაჩავა წავიდაო,ერთხელ დაიჩურჩულეს და ისევ სიჩუმეა.ბოლო ბოლო ხომ უნდა დაადგეს გუნდს საშველი.აი ტორპედო და სხვა ქართული გუნდები,მართლა მედარდება,გუშინდელი გათახსირების მიუხედავად.ესენი არიან ჩემები და ამათზე შემტკივა გული,რეალსა და ბარსას კი,ბორდელივით სიამოვნების მისაღებად ვუყურებ
სოსო
15 აგვისტო 2019 11:07
2
რატო იყო უღIესი საქციელი მოგებულო ფინალი შეგოძლია ამიხსნა??? ნუ სკდებით გულზე ბარსელონას ბალეშიკებო ბარსა ვერასოდეს გაიმეორებს იმას რაც რეალმა გააკეთა
qutaiseli
14 აგვისტო 2019 17:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული