უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჟორჟინიო ვეინალდუმი: ლიგის ფინალის წინ კლოპმა ეს გააკეთა...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა eurosport-თან საუბრისას გაიხსენა, თუ რა გააკეთა იურგენ კლოპმა 2018 წელს "რეალის" წინააღმდეგ კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

"თამაშამდე ბოლო დარიგებების მოსაცემად გასახდელში შემოვიდა. უცნაურად გამოიყურებოდა, შორტებზე პერანგი ეცვა. შევამჩნიეთ, რომ შორტებზე რაღაც სიმბოლო იყო. შემდეგ პერანგი შორტებში ჩაიკეცა და დავინახეთ, რომ კრიშტიანო რონალდოს შორტები ეცვა. როცა პერანგი კარგად გაისწორა და ლაპარაკი დაიწყო, გასახდელში მყოფი ყველა ადამიანი იატაკზე ვიწექით და ვხარხარებდით. ამან თამაშის წინ ნერვიულობის ტემპერატურა დააგდო. როგორც წესი, ასეთ დროს ყველა სერიოზული და მობილიზებულია, ის
კი ჩვეულებრივად იყო და ხუმრობდა", - განაცხადა "ლივერპულის" ნახევარმცველმა.

აღნიშნულ ფინალში "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" 1:3 დამარცხდა. ინგლისელებმა პირველ ტაიმში გუნდის ლიდერი - მოჰამედ სალაჰი დაკარგეს, ხოლო კლუბის მეკარე ლორის კარიუსმა 2 უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ