ფოტო: ბერძნული მედიის ყურადღება რუსმა ფანმა მიიპყრო
27 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი გაიმართა.
ზაგრების "დინამო" სახლში 2:0 მოგების შემდეგ აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ "რუსენბორგს" დებიუტში დაწინაურებით, თითქოს შანსი გაუჩნდა, მხოლოდ თითქოს, რადგან ხორვატებმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და ყველაფერი დასრულდა - 1:1.
"ოლიმპიაკოსმა" სტუმრადაც "კრასნოდარს" 2:1 სძლია და მიზანს უპრობლემოდ მიაღწია. ბერძნული გუნდი მეცხრამეტედ გავიდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, რაც არატოპ-5 ლიგის ქვეყნების წარმომადგენლებში მეორე შედეგია.
"ცრვენა ზვეზდა" და "იანგ ბოიზი" 1:1 დაზავდნენ და სტუმრად გატანილი მეტი გოლის
წესით, ორი შეხვედრის ჯამში სერბებმა იმარჯვეს.
ასე და ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების "დინამო", "ოლიმპიაკოსი" და "ცრვენა ზვეზდა" გავიდნენ.
დღეს, 28 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო შეხვედრა გაიმართება.
ტრონჰეიმი. "ლეკრენდალი"
რუსენბორგი - დინამო (ზ) 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 აკინტოლა (11), 1:1 გოიაკი (71)კრასნოდარი. "კრასნოდარი"
კრასნოდარი - ოლიმპიაკოსი" 1:2 (0:4)
გოლები: 1:0 უტკინი (10), 1:1 ელ-არაბი (11), 1:2 ელ-არაბი (47)
ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - იანგ ბოიზი 1:1 (2:2)
გოლები: 1:0 ვუკანოვიჩი (59), 1:1 იანკო (81)