უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა - "ზენიტი" პირველ კალათაშია, "რეალი" - მეორეში

AutoSharing Option
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გახდა ცნობილი. წილისყრის წინ კალათები ასე გამოიყურება:

პირველი კალათა:
"ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "ბაიერნი", პსჟ და "ზენიტი".

მეორე კალათა:
"რეალი", "ატლეტიკო", "დორტმუნდი", "ნაპოლი", "შახტარი", "ტოტენჰემი", "ბენფიკა" და "აიაქსი".

მესამე კალათა:
"ლიონი", "ბაიერი", "ზალცბურგი", "ოლიმპიაკოსი", "ვალენსია", "ინტერი", ზაგრების "დინამო" და "ბრიუგე".

მეოთხე კალათა:
"ლოკომოტივი", "გენკი", "გალათასარაი", "ლეიპციგი", "სლავია", "ცრვენა ზვეზდა", "ატალანტა" და "ლილი".

კენჭისყრა დღეს, 29 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 17 და 18 სექტემბერს ჩატარდება, ფინალი კი - 30
მაისს სტამბულში.

ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან, ისევე, როგორც რუსული და უკრაინული გუნდები.

ღონისძიებაზე უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გამოაცხადებს.