იურგენ კლოპი: ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ძლიერი მეორე კალათა მე არ მახსოვს

AutoSharing Option
"ლივერპულის" გერმანელმა  მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ კენჭისყრაზე ისაუბრა და საკუთარი შეფასებები გააკეთა.

"საოცარი ჯგუფები შედგება. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ჩვენც ისეთივე შანსები გვაქვს. არ ვთვლი, რომ ტურნირი ინგლისური კლუბების დომინაციით ჩაივლის.

მე არ მახსოვს, ოდესმე ასეთი ძლიერი გუნდები ყოფილიყო მეორე კალათაში. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ყველა ეს გუნდი პირველ კალათაში უნდა იყოს, თუმცა იქ ყველა ადგილი დაკავებულია. იმავეს ვფიქრობ მესამე კალათაზე, ასეთი ძლიერი არც მესამე კალათა ყოფილა ადრე. მეოთხე კალათიდან შეიძლება "ლაიპციგი" შეგხვდეს - ვაუ!"
- გადმოსცემს კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი.

გერმანელმა სპეციალისტმა კონკურენტებიც შეაფასა.

"ბაიერნი" პერიშიჩითა და კოუტინიოთი გაძლიერდა და ეს მათთვის დიდი იმპულსის მატარებელი იქნება. დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობას გადახედეთ? შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ? ეს შესანიშნავია. მათ შემადგენლობაში 5 ცვლილების განხორციელება შეუძლიათ და ადამიანი იფიქრებს: "მართლა? კი მაგრამ, ისინი ხომ წინა ტურში არ თამაშობდნენ?!"- თქვა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დღეს, 29 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. კენჭისყრაზე განაწილებული კალათები ქვედა სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული