უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ვირჯილ ვან დეიკმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მაღალი სისწრაფე განავითარა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაზე ყველაზე მაღალი სისწრაფე განავითარა.

"ბარსელონასთან" ნახევარფინალური მატჩისას ჰოლანდიელმა 34.5 კმ/სთ განავითარა.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ლეროი სანეა (34.4 კმ/სთ, "ჰოფენჰაიმთან"), ხოლო მესამეზე - მისი თანაგუნდელი, მცველი კაილ უოკერი (34.2 კმ/სთ, "ტოტენჰემთან").

ვან დეიკი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მცველად მიიჩნიეს, ხოლო უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ